ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის ერთ-ერთ უბანში ადიდებულმა მდინარე სკურდუმამ ხიდი წაიღო. ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გურიაში სტიქიას ებრძვიან. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, დამეწყრილია გზები. სტიქიის ზონაში ნაპოვნია 2 ცხედარი. ერთ ადამიანს მაშველები ამ დრომდე ეძებდნენ.
სტიქიასთან დაკავშირებით ოზურგეთსა და ლანჩუხთში ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ოზურგეთი: 577 601 304
ლანჩხუთი: 599 058 700
ასევე, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, შეგიძლიათ დარეკოთ სოფლის წარმომადგენლებთან.
ავტორი