გუთურში გურამ გირგაძე დაინიშნა; საჭამიასერში _ ელზა ზაქარეიშვილი; გოგოლესუბანში _ ნაზი თოხაძე; ფარცხმაში _ შოთა ჩხიკვაძე; გორაბერეჟოულში _ ზურაბ კოტრიკაძე; ნაბეღლავში _ ჭაბუკა კვაჭანტირაძე; ზოტში _ რაულ კონცელიძე; შუასურებში _ გივი ტრაპაიძე; ერკეთში _ კახა თედორაძე; ქვენობანში _ დავით კვაჭანიტირაძე.
რწმუნებულების დანიშვნა პრაიმერის წესით ხდება. გამგებელი ყველა სოფელში ხვდება მოსახლეობას და კანდიდატურაც შეთანხმებით ირჩევა. როგორც გავიგეთ, მოსახლეობის აზრთა სხვადასხვაობის გამო, რამდენიმე სოფელში ვერ მოხერხდა კანდიდატურაზე შეჯერება.
დღეს, რწმუნებულებს დიდვანსა და ზემო სურებში აირჩევენ.