https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

    დიმიტრი პესკოვი – უკრაინა კარგავს მიწებს და მომავალშიც დაკარგავს

    ლავროვი: ევროკავშირი არ მალავს რუსეთთან ომისთვის მზადების გეგმებს

    ზელენსკი ტრამპს შეხვდება – რას განიხილავენ პრეზიდენტები

    უამინდობის გამო აშშ-ში ავიარეისები გაუქმდა

    “15 ადამიანი დაიღუპა, 19 დაშავდა”- ავტობუსი ხევში გადავარდა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“აუცილებელია, ზუსტად დადგინდეს სადავო ტაძრების ისტორიული მფლობელი”

16:03; 12.03.2013
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

თუმცა, თავად უმცირესობის წარმომადგენლები საზოგადოების წინაშე მედიის საშუალებით მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, თუ მათზე ზემოქმედება ან ფიზიკური ძალადობა გახორციელდა. სხვა შემთხვევაში, საკუთარ პრობლემებზე საზოგადოებასთან ხმამაღლა საუბარს გაურბიან.

სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ბექა მინდიაშვილი “გურია ნიუსთან” ამბობს, რომ ეს უმცირესობათა წინაშე არსებული ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და მას რამდენიმე მიზეზი აქვს:

_ ერთი მიზეზი დაკავშირებულია მედიასთან. წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბეჭდვითი მედია, უმცირესობათა ყოფნას საქართველოში ნეგატიურ კონტექსტში აშუქებდა, ავრცელებდა სტერეოტიპებს, სიძულვილის ენით ხდებოდა მასალების პუბლიკაცია უმცირესობებზე, ათასნაირი ჭორი ვრცელდებოდა ამა თუ იმ რელიგიური გაერთიანების შესახებ. რელიგიური უმცირესობები საზოგადოებისაგან მაქსიმალურად მარგინალიზებული არიან, აქტიურად არ არიან ჩაბმულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც იმ დახურული ველის ბრალი, რომელშიც მხოლოდ და მხოლოდ საპატრიარქოს, ან უმრავლესობის დომინანტურ რელიგიას აქვს მოპოვებული მონოპოლია, საჯარო სივრცე და მედია სივრცე.

წლების განმავლობაში ტაბუდადებულია ეს საკითხი მედიაშიც _ საზოგადოებრივ მაუწყებელს პირდაპირ აქვს ვალდებულება, რომ ასახოს ქვეყანაში არსებული ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. ეთნიკურ კონტექსტში ხშირად მიმდინარეობს გადაცემები „ჩვენი ეზო” იქნება თუ სხვადასხვა, მაგრამ რელიგიურ თემატიკას ყოველთვის ერიდებიან, ამაზე იშვიათად აკეთებენ გადაცემას. ეს უნდა იყოს მუდმივი დისკუსიების საგანი.

_ ბატონო ბექა, ვთქვათ სიმართლე _ რელიგიური უმცირესობები საზოგადოებაში მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ჩნდებიან, თუ მათ რამე პრობლემა აქვთ…

_ პრობლემა არის ის, რომ რელიგიური უმცირესობები მარტო თავიანთ პრობლემებზე არ უნდა საუბრობდნენ ისე, როგორც სხვა უმცირესობები. თქვენ სწორად აღნიშნეთ _ მხოლოდ მაშინ გვესმის უმცირესობის ხმა, როცა პრობლემა ჩნდება, რაც ასე არ უნდა იყოს. რელიგიური უმცირესობა ისეთივე წარმომადგენელია ჩვენი ქვეყნის, როგორიც რელიგიური უმრავლესობა. მათ უნდა ჰქონდეთ პლატფორმა, ტრიბუნა და გამოხატონ პოზიცია არა მარტო რელიგიურ საკითხებზე, არამედ სახელმწიფო საკითხებზე, პოლიტიკაზე, საგარეო ურთიერთობებზე, სოციალურ, ეკოლოგიის და სხვა საკითხებზე.

ნებისმიერ ქვეყანაში, სახელმწიფოს, რომელიც სამოქალაქო ინტეგრაციისთვის იღვწის, ეს მიზანი უნდა ჰქონდეს დასახული. უმცირესობები მარტო საკუთარ პრობლემებზე არ უნდა ლაპარაკობდნენ. ამით ისინი კიდევ უფრო იკეტებიან და მარგინალიზდებიან საზოგადოებიდან. ცხადია, საზოგადოების უმრავლესობას უმცირესობის საკითხები ნაკლებად აინტერესებს.

_ რამდენიმე წლის წინ სომხურ ეკლესიასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის განხილვის საგანი გახდა სომხური ეკლესიების დაბრუნების და აღდგენის საკითხი…

_ არა, ასე არ იყო. ეს საკითხი 90-იანი წლებიდან დგას. სომხური ეკლესია მოითხოვს, ისტორიულ მფლობელს, სომხურ სამოციქულო ეკლესიას თბილისში არსებული 5 უმოქმედო-უფუნქციო ტაძარი და ახალციხეში არსებული ერთი ტაძარი დაუბრუნდეს. დღემდე დგას ექვსი უმოქმედო ტაძრის პრობლემა.

_ ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი _ საქართველოს საპატრიარქომ თუ სახელმწიფომ?

_ ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტი საკითხია, რადგან ეს ნაგებობები მისი კუთვნილებაა. მან უნდა მოახდინოს ისტორიული სამართლიანობის აღდგენა და თავის დროზე კომუნისტების მიერ ჩამორთმეული ქონება გადასცეს მის ისტორიულ მფლობელს, როგორც ეს განახორციელა საპატრიარქოსთან მიმართებაში _ როდესაც დაიწყო რესტრუქტურიზაციის პროცესი და ნაბიჯ-ნაბიჯ უბრუნებს ჩამორთმეულ ქონებას, არა მარტო ტაძრების სახით, არამედ სხვა მატერიალური ქონების სახითაც. ანალოგიური პროცესი არც სომხების, არც კათოლიკეების, არც მუსლიმების მიმართ არ დაწყებულა. თუმცა, კათოლიკეებს ახალციხეში, 2010 წელს, რაბათში გადაეცათ ერთი ტერიტორია, მაგრამ, არსებობს 5 კათოლიკური ეკლესია, რომელიც უფრო პრობლემურია, ვიდრე სომხური ეკლესია. ვინაიდან, ამ ეტაპზე ეს ეკლესია საპატრიარქოს მიერ არის დაკავებული.

_ რომელ ეკლესიებზეა საუბარი?

_ ქუთაისში, ბათუმში, გორში, უდეში და ივლიტაში არსებულ 5 კათოლიკურ ტაძარზე. რაც შეეხება სომხურ ეკლესიებს, როგორც გითხარით, პრობლემის გადაჭრა სახელმწიფოს მხრიდან უფრო იოლია, რადგან თვითონ არის პასუხისმგებელი, მაგრამ, წლების განმავლობაში, ხელისუფლება ვერ ახერხებდა ამ პრობლემის გადაჭრას, რადგან საპატრიარქოს მხრიდან აწყდებოდა დიდ წინააღმდეგობას.

საპატრიარქო აცხადებს, რომ ეს სომხური კი არა, ქართული ტაძრებია, რომ საჭიროა მათი ბედის გასარკვევად შეიქმნას კომისია, რომელიც დაადგენს ამ ტაძრების რეალურ ისტორიულ წარმომავლობას, რაც პროცესის გაჭიანურებას უფრო ჰგავს. თუ პირობად ავიღებთ იმას, რომ 1921 წლისთვის, ანუ ჩამორთმევის პერიოდში ვის ეკუთვნოდა ეს ტაძრები, ვნახავთ, რომ ტაძრები ეკუთვნოდა სომხურ სამოციქულო ეკლესიას. ამის მიხედვით უნდა გახორციელდეს დაბრუნება და არა სხვა მოტივაციებით.

_ რა არგუმენტი აქვს საქართველოს საპატრიარქოს?

_ საპატრიარქო აცხადებს: ეს ტაძრები თავის დროზე სომხების მიერ არის ნაყიდი და ქართული ეკლესიის ფუნდამენტზეა აგებული. ამ ტიპის არგუმენტები აქვს. ამ ტაძრებს რეალურად თუ შეხედავთ, გარეგნული იერსახით და ფაქტებით, რომელიც ტაძრების შიდა ტერიტორიას მიჰყვება: სომხური საფლავები, სომხური რელიეფი, სომხური ფრესკები, თვითონ არქიტექტურა, შიდა ინტერიერი და გარე ინტერიერი. ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ იგი ნამდვილად სომხური ეკლესიაა. ეს პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. რის გამო ტაძრების განადგურების პრობლემა იქმნება. თბილისში სამი ეკლესია ფაქტობრივად განადგურებულია _ ერთი 1989 წელს ჩამოიქცა, ორი – 2010 და 2012 წლებში; ერთი _ სოლოლაკში, რომლის გუმბათიც მთლიანად ჩამოიქცა და ოთხი კედელია დარჩენილი, რომელიც გამაგრებულია. მეორე ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზეა, რომელშიც არაერთხელ გაჩნდა ხანძარი. ამ ტაძრებიდან ყველაზე ცნობილი “ნორაშენი”, რომელიც ლესელიძის ქუჩაზე “ჯვრის მამის” გვერდით დგას, სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ სჭირდება მიხედვა.

სახელმწიფო თუ ვერ უბრუნებს ტაძრებს მის ისტორიულ მეპატრონეს, მაშინ ის მაინც უნდა შეინარჩუნოს ტაძრები და მოახერხოს მათი რესტავრაცია. თუმცა, ეს საკითხიც პრობლემურია _ რის მიხედვით მოხდება რესტავრაცია, სომხური იერსახის შენარჩუნებით, თუ სხვა ინტერესი შეიძლება გაუჩნდეს საპატრიარქოს. გარდა ამისა, თბილისში ორი ეკლესიაა, სადაც აღესრულება მსახურება, რომელიც სახელმწიფოს ეკუთვნის. მაგრამ, სომხური ეკლესია, ამ ეტაპზე, ამ ეკლესიებსაც ვერ იბრუნებს. როდესაც ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა, ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ჯერჯერობით, პასუხი არ მიუღიათ,” – ამბობს მინდიაშვილი.

საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის პრეს-მდივნის თამარ კვანტალიანის თქმით, საუბარია იმ ტაძრებზე, რომელიც შედის ორი ქვეყნის, საქართველოსა და სომხეთის ინტერესებში. “დაახლოებით 2 თვის წინ, როდესაც ბატონი გურამ ოდიშარია სომხეთში ვიზიტით იმყოფებოდა, საქართველოს კულტურისა და სომხეთის კულტურის სამინისტროებს შორის დაიდო მემორანდუმი, რომელიც კულტურის სფეროში თანამშრომლობას უკავშირდება. მემორანდუმის ფარგლებში დაიგეგმა ორი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ტაძრების შესწავლა და რეაბილიტაცია. შეთანხმების მიზანი ძეგლების გადარჩენაა. ამის შესახებ განგვიცხადა კულტურის მინისტრმა 21 იანვარს, როდესაც კულტურის სამინისტროში შეხვედრაზე საპატრიარქოს წარმომადგენლებიც ვიმყოფებოდით. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება მხოლოდ ტაძრების კვლევასა და რესტავრაციას გულისხმობს, სომხური მხარე ცდილობს ეს პროცესი ქონებრივი დავის ჭრილში გადაიყვანოს. კერძოდ, როდესაც კულტურის სამინისტროში შედგა ხსენებული შეკრება, სადაც სომხური მხარის წარმომადგენლებიც ბრძანდებოდნენ, სომხეთის ელჩმა, ბატონმა ჰოვანეს მანუკიანმა განაცხადა: “მართალია, ისტორიული ძეგლების შენარჩუნება აუცილებელია, და ეს საქართველოს ვალდებულებაა, აქტუალურია აგრეთვე ეკლესიების დაბრუნების საკითხი და ამ საკითხს სომხეთი ყოველთვის დააყენებს”. სხვათა შორის, მან ისიც ბრძანა, რომ საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების ფართო ჩართულობის შემთხვევაში, შედეგს ვერ მივიღებთ, ამიტომ ორმხრივი კომისია სახელმწიფო მოხელეებისგან უნდა შედგებოდესო. როდესაც მას განუმარტეს, რომ ჩვენი მიზანია, პირველ რიგში, შევინარჩუნოთ ძეგლები, ხოლო ნაგებობათა კუთვნილების საკითხი კომისიის და, საერთოდ, კულტურის სამინისტროს უფლებამოსილებას სცილდება, სომხეთის ელჩმა განაცხადა: “ეს პრობლემა საქართველოს მხარემ უნდა მოაგვაროს; მაგრამ სომხური სახელმწიფო პარალელურ რეჟიმში ამაზე მუშაობას განაგრძობს და ამ საკითხს ყოველთვის დააყენებს.

საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის პრეს-მდივანი თამარ კვანტალიანი ამბობს, რომ საქართველოს სომხური ეპარქიის სინოდის ჩანაწერები, რომელიც ცენტრალურ არქივში ინახებოდა, 1965 წელს, გაურკვეველი მიზეზით, საქართველოდან სომხეთში გაიტანეს. ამ ფაქტის გამო, დღეს საქართველოს ორიგინალი დოკუმენტი არ გააჩნია:

_ კონსტიტუციური შეთანხმებით, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებსა და მონასტრებს. აქ, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობთ იმ ტაძრებს, რომლებიც თავიდანვე სხვა სარწმუნოების მიმდევრებმა ააგეს. ბევრ ეკლესიაზე, რომლებსაც სომხური მხარე საკუთრებად მიიჩნევს, გვაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომლითაც ეს მოლოდინი არ დასტურდება.

1965 წელს, საქართველოს ცენტრალურმა საისტორიო არქივმა, სადაც საქართველოს სომხური ეპარქიის სინოდალური ჩანაწერები ინახებოდა, გაუგებარი მიზეზით, ეს მასალები სომხეთის სახელმწიფო არქივს გადასცა. ეს არის ფაქტი. ანუ არქივი, რომელშიც შეიძლება ძალიან ბევრი კომპრომატი ყოფილიყო ამ ტაძრების მითვისებასთან დაკავშირებით, საქართველოდან გაიტანეს სომხეთში. ამდენად, უამრავი ორიგინალი დოკუმენტი ჩვენ დღეს არ გაგვაჩნია. ასეთი ფაქტი არ შეიძლება გარკვეული ინტერესის გარეშე მომხდარიყო. გარკვეულ ძალებს ეს სურდათ. ეს არის დანაშაული. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სომხებმა შეისყიდეს ქართული ტაძრები, თქვენ იცით, რომ ეკლესიას აქვს საკუთარი კანონმდებლობა _ “სჯულის კანონი”, რომლითაც ეკლესია ისევე ხელმძღვანელობს, როგორც სახელმწიფო – კონსტიტუციით. “სჯულის კანონის” თანახმად, ეკლესიის, მონასტრის, საეკლესიო მიწების გაყიდვა არის დაუშვებელი და თუ ვინმემ ეს ოდესმე ჩაიდინა, ეკლესია ამას არ ცნობს. ეკლესიის გაყიდვა დაუშვებელი და შეუძლებელია. რომც ყოფილიყო ფაქტი იმისა, რომ ვინმემ ეკლესია გაყიდა, ეს იქნებოდა უკანონო – “სჯულის კანონი” არ არის მხოლოდ საქართველოს ეკლესიის კანონმდებლობა.

როგორ ფიქრობთ, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია რატომ აღიარებს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის იურისდიქციას ოკუპირებული ტერიტორიებზე? იმიტომ, რომ რუსეთსაც იგივე საეკლესიო კანონმდებლობა აქვს, რაც საქართველოს და მთელ მართლმადიდებლურ სამყაროს. ამდენად, ოდესღაც ქართული ტაძრების სხვა მეპატრონის ხელში გადასვლა მხოლოდ კანონდარღვევით შეიძლება მომხდარიყო. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ტაძრების მრავალმხრივი გამოკვლევა: ქაღალდი შეიძლება დაიკარგოს, მაგრამ არქიტექტურული და არქეოლოგიური მოწმობა უტყუარია. ამიტომ, ამ ეკლესიების შესწავლა არა მარტო ხელოვნების ისტორიისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ იმისთვის, რომ ზუსტად დავადგინოთ, ვინ იყო მათი ისტორიული მფლობელი. საბოლოოდ უნდა აღდგეს ჭეშმარიტი ისტორიული სამართლიანობა, და არა ისეთი, როგორსაც რომელიმე დაინტერესებული პირი ისურვებს.

_ კულტურის სამინისტროში შეხვედრას, სომხეთის ელჩის გარდა, სომხეთის ეკლესიის წარმომადგენელი თუ ესწრებოდა და რამდენჯერ შედგა შეხვედრა?

_ შეხვედრა ერთხელ შედგა. შემდეგ იყო გასვლითი საბჭო. მოვიარეთ თბილისის 5 სარეაბილიტაციო ტაძარი. ვნახეთ რა მდგომარეობაშია თითოეული მათგანი. სამწუხაროდ, საქართველოს საპატრიარქოდან არ ვართ ჩახედულები სომხეთის მხარესთან მიღწეული შეთანხმების დეტალებში. ვფიქრობთ, რომ, როდესაც საკითხი ორივე ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანია, გაწერილი უნდა იყოს, მაგალითად: დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ქართული ქრისტიანული ძეგლების რესტავრაციის პროექტები ქართულ მხარესთან, კერძოდ, იგი უნდა იყოს საპატრიარქოს სამეცნიერო საბჭოსთან შეთანხმებული. რაც შეეხება სომხური მხარის წარმომადგენლობას, სომხეთის ელჩის გარდა, შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე სომხეთის ეპარქიის წარმომადგენელი, ბატონი ლევონ ისახანიანი.

_ სომხეთის ეპარქიის წარმომადგენელს, ბატონ ლევონს, ჰქონდა თუ არა რამე წინადადება საქართველოს საპატრიარქოსთან ან კულტურის სამინისტროსთან?

_ როდესაც ჩვენ სადავო ეკლესიების სანახავად გავედით, ბატონმა ლევონმა გვითხრა: “ჩვენი ეპისკოპოსი ხშირად ამბობს, ნუთუ თქვენ, საპატრიარქოში მართლა გგონიათ, რომ საქართველოს მიწა-წყალზე ვცხოვრობთ და ჩვენი ტაძრები რომ არ იყოს, განა გავბედავდით მათ მოთხოვნას? ნუთუ ამის მართლა გჯერათ?” ანუ ასეთი ლოგიკაა: ეს იმდენად თავხედობა იქნებოდა სომხური მხარის მხრიდან, რომ არ შეიძლება არ იყოს სიმართლე.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“მოძრაობა გახორციელდება ცალმხრივ რეჟიმში”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17:31; 2 იანვარი, 2026
საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი

15:17; 2 იანვარი, 2026
საზოგადოება

დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა

15:09; 2 იანვარი, 2026
საზოგადოება

როდემდე გადავადდა შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა

13:56; 2 იანვარი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

13:39; 2 იანვარი, 2026

ადმინისტრაციულ შენობას დღესაც "ქართული ოცნების" დროშა ამშვენებს

სოზარ სუბარის საკადრო პოლიტიკა და გულწრფელი შემოთავაზება

ყველა სიახლე

ზაფრანი

საინტერესო ფაქტები თოვლის ბაბუაზე

18:03; 2.01.2026
საზოგადოება

“მოძრაობა გახორციელდება ცალმხრივ რეჟიმში”- საავტომობილო გზების დეპარტამენტი

17:31; 2.01.2026
პოლიტიკა

“საქართველო რუსულ ბანაკშია”- მარკო მიხელსონი

17:19; 2.01.2026
საზოგადოება

დეკანოზი ჯაღმაიძე: სამჯერ დავაყენეთ პატიმრების, მათ შორის მზია ამაღლობელის გათავისუფლების საკითხი

15:17; 2.01.2026
საზოგადოება

დედაქალაქში და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები თოვლისგან გაიწმინდა

15:09; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე გადავადდა შორ მანძილზე მგზავრთა მიკროავტობუსებით გადაყვანის აკრძალვა

13:56; 2.01.2026
საზოგადოება

ოზურგეთში 2026 წლის პირველი ახალშობილი დაიბადა

13:39; 2.01.2026
სამართალი

“წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა”- ბრალდებული სამეგრელოში დააკავეს

13:15; 2.01.2026
საზოგადოება

როდემდე იფუნქციონირებს საახალწლო სოფელი თბილისში

13:05; 2.01.2026
მსოფლიო

საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

10:18; 2.01.2026
საზოგადოება

რა ვითარებაა ნატახტარი-ბორითის სატრანსპორტო კვანძზე

10:08; 2.01.2026
ზაფრანი

საინტერესო ფაქტები ახალი წლის შესახებ

9:58; 2.01.2026
ზაფრანი

იცნობდეთ – სანტა კლაუსი

9:56; 2.01.2026
ზაფრანი

საახალწლო ტრადიციები – ბრინჯის ფაფა, ჩაი და მაკარონი…

9:53; 2.01.2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

9:49; 2.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო