თამაში ფრედ 0-0 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ “გურიას” ფეხბურთელებმა რამდენიმეჯერ შექმნეს საგოლე მომენტი, გოლის გატანა ვერ მოახერხეს.
განსაკუთრებული აქტიურობით ლანჩხუთელი გულშემატკივრები გამოირჩეოდნენ _ მაყურებელი თამაშის ბოლომდე აქტიურად ამხნევებდა ” გურიას” ფეხბურთელებს.
“დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა განაცხადა, რომ საკმაოდ დაძაბული შეხვედრა იყო და იმ გუნდისგან, რომელმაც ზესტაფონი დაამარცხა, სხვას არც ელოდა.
განმეორებითი მატჩი თბილისის “დინამოსთან” 10 აპრილს უკვე თბილისში გაიმართება.