ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა, დაგმო ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის დიდი რაოდენობა და თქვა, რომ მეტი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ “პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანი მინიმუმამდე შემცირდეს”.
მანმდე, ბლინკენმა ისრაელი შეაქო ყოველდღიური ჰუმანიტარული პაუზებისა და ორი ჰუმანიტარული დერეფნის გამოცხადებისთვის, მან თქვა, რომ „მეტი შეიძლება და უნდა გაკეთდეს“.
„ძალიან ბევრი პალესტინელი დაიღუპა. ძალიან ბევრი დაზარალდა ბოლო კვირებში, ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ზიანი და მაქსიმალურად გავზარდოთ დახმარება, რომელსაც ისინი იღებენ [პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქეები].
ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელთან განხილვას კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც უნდა გადაიდგას ამ მიზნების მისაღწევად”- თქვა ბლინკენმა პრესკონფერენციაზე ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში.
ავტორი