დელეგაციის შემადგენლობაში არიან ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი ალექსანდრე არაყიშვილი და შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი თამარ ტალიაშვილი.
დღეს გაიმართება შეხვედრა ინტერპოლის გენერალურ მდივან რონალდ ნობელთან. შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება შეთანხმებას საქართველოს მიერ „ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტების” (პასპორტი და პირადობის მოწმობა) აღიარების შესახებ.
,,ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტი”-ს მფლობელებს, ინტერპოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, საზღვრის კვეთის დროს, მიენიჭებათ სპეციალური ვიზის სტატუსი (უვიზო რეჟიმი, დაჩქარებული ვიზა ან სხვა სახის სპეციალური ვიზა).
აღნიშნულის გარდა, დაგეგმილია ინტერპოლის გენერალური სამდივნოს სტრუქტურაში შემავალ სხვადასხვა ქვედანაყოფებთან შეხვედრა, რაც ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებასა და მომავალი სამოქმედო პრიორიტეტების დაგეგმვას.