ვაჟა ლიპარტია: “მხოლოდ იმიტომ მოვედი, რომ დაგპირდით კომენტარს სტატიის გამოქვეყნების შემდეგ გავაკეთებ,-მეთქი. იმედია, არ მიწყენთ, მაგრამ ამჟამად მცირე კომენტარით შემოვიფარგლები: სხვებისგან განსხვავებით არ ვებრძვი თანაპარტიელებს. სწორედ ამიტომ, გია სიმონიას ინტერვიუზე კომენტარის გაკათებაზე თავს შევიკავებ, მაგრამ სულ მალე ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა და სიმართლეს ყველა გაიგებს, გპირდებით, რომ სწორედ “გურია ნიუსის” საშუალებით. რაც შეეხება მეორე სტატიას, “თავისუფალი დემოკრატები ” არ იქნება გადასარჩენი ხავსი”, სადაც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ აბაშაში არ იყვნენ “თავისუფალი დემოკრატებიო”, მანდატიც მოგიტანეთ, რომ ნახოთ. ეს მანდატი, მე და ჩემთან ერთად კიდევ ოთხმა წევრმა ყრილობაზე ავიღეთ. ისე კი, სამარცხვინოა პარტიაში 5 ადამიანი გყავდეს და რომელიმეს სახელი ვერ გაიხსენო. ცუდია, როცა სიცრუით იწყებენ საქმის კეთებას. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მეტს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ სულ მალე, როგორც დაგპირდით, ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გაგცემთ და საზოგადოება თვითონ გაარჩევს შავს და თეთრს”.