ამ მხრივ არც აბაშაა გამონაკლისი _ აქაც უხდებათ ქუჩაში მოსიარულე ადამიანებს მაწანწალა ძაღლების ცოცხალ კორიდორში სიარული.
ამ საკითხზე სასაუბროდ “გურია ნიუსი” აბაშის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს ბაჩუკი ნადარაიას დაუკავშირდა:
_ ბატონო ბაჩუკი, ქუჩაში საკმაოდ მომრავლდნენ მაწანწალა ძაღლები _ დილით სკოლაში ბავშვებს მშობლები მარტო ვეღარ უშვებენ.
_ სამწუხაროდ, ჩვენ არ შეგვიძლია ამ ძაღლების დაჭერა. ჩვენ სამსახურს, ისევე, როგორც რეგიონის ბევრი ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურს, ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული შესაბამის სამსახურთან, რომელც ათ დღეში ერთხელ ჩამოდის და მიყავს ეს ძაღლები. ორი კვირის წინ იყვნენ და 21 მაწამწალა ძაღლი წაიყვანეს. კვირა დღე იყო და ნამდვილად გავვოცდი, როცა ორშაბათს მე თვითონ ვნახე ისევ 5 ძაღლი. საქმე იმაშია, რომ სოფლებიდან მოყავთ და ქალაქში ტოვებენ ძაღლებს. მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობთ ეს საკითხი კონტროლზე გვყავდეს აყვანილი და საფრთხე არ დაემუქროს მოქალაქეებს.