რბოლის მანპინძელი იქნება “მელბურნ პარკი” , რომლის შესახებაც რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემს გაგაცნობთ: სიგრძე _ 5303 მეტრი; წრეების რაოდენობა _ 58; მოსახვევები _სულ 16: 10 _ მარჯვნივ, 6 _ მარცხნივ; მაქსიმალური სიჩქარე _ 312 კმ/სთ; საშუალო სიჩქარე _ 221კმ/სთ; საშუალო სიჩქარე მოსახვევებში _ 150 კმ/სთ; ტრასის რეკორდი: 1:24.125 (მიხაილ შუმახერი, 2004 წელი).
ყველაზე მეტჯერ ავსტრალიის გრან პრიზე გაიმარჯვა მიხაილ შუმახერმა (4ჯერ)
ასევე, საინტერესოა ის “ტრადიცია”, რომ, როგორც წესი, ამ რბოლის პირველ მოსახვევში ავარია უნდა მოხდეს _ აქ 2009-სა და 2011 წელს ავარიაში მოხდა ჰეიდფილდი, 2010 წელს _ ფერნანდო ალონსო, ხოლო 2012 წელს _ ბრუნო სენა.
შარშანდელ რბოლა “მაკლარენის” პილოტმა ჯენსონ ბატონმა მოიგო, მეორეზე “რედ ბულ რენოს” წარმომადგენელი სებასტიან ფეტელი გავიდა, ხოლო ბოლო, მე-3 საკვარხლბეგო პოზიცია ისევ “მაკლარენელმა” ლუის ჰემილტონმა დაიკავა.
წელს, ყველა დიდი მოლოდინით ელოდება გერმანელი მრბოლელის სებასტიან ფეტელის ასპარეზობას, რომელიც მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონია (ბოლო 3 ჩემპიონატი). მას დიდი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ფერნანდო ალონსომ, რომელსაც ფეტელმა შარშან მხოლოდ 3 ქულით აჯობა, ხოლო 3 წლის წინ კი _ 4-ით.