მარშალის ფონდის ორგანიზებით, მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრები ბრიუსელში ყოველწლიურად იმართება.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დახურულ სადილზე სიტყვით გამოვა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და თავდაცვის სფეროს პრიორიტეტებზე ისაუბრებს.
“ბრიუსელის ფორუმი” სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გლობალური და ევრო-ატლანტიკური სივრცის გამოწვევებს ყველაზე გავლენიანი ჩრდილოეთ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები არაფორმალურ გარემოში განიხილავენ.