ამის შესახებ “გურია ნიუსს” სასჯელაღსრულების მინისტრმა, სოზარ სუბარმა აცნობა. მისივე თქმით, ციხე 1600 პატიმარზე იქნება გათვლილი.
ლაითურის ციხის მშენებლობის პიარს, “ნაციონალური მოძრაობა” წინასაარჩევნოდ აქტიურად ეწეოდა. ყოფილი ხელისუფლება ციხეს 5000 პატიმრისთვის ამზადებდა:
_ ციხეები რომ იყო, მათი პიარი იმიტომაც დაამთავრეს ასე თავისი საქმე. ლაითურის ციხის მშენებლობა გრძელდება. უბრალოდ, ის არ იქნება 4300 ან 5500 პატიმარზე გათვლილი. ყველანი ციხეში _სააკაშვილის ეს პოლიტიკა დასრულდა. სავარაუდოდ, ეს იქნება 1600 კაციანი მკაცრი რეჟიმის ციხე, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სუბარმა.
_ რატომ მკაცრი რეჟიმის ციხე გურიაში?
_ განსაზღვრული იყო ამ ტიპის დაწესებულების მშენებლობა და ჩვენ აღარ გვინდა, რომ ეს იყო შერეული ტიპის. ზუგდიდში და ბათუმში იქნება პატარა საპყრობილეები, სადაც იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც სასამართლოს ელოდებიან, _ დაგვიზსუტა მინისტრმა.