ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მათ წინააღმდეგ გახორციელებული უკანონო მოქმედებების ობიექტური გამოძიების მოთხოვნით.
დღეს, მთავარ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულებმა: ემზარ ქვარიანმა, ალექსანდრე ესაძემ, ბადრი ქველაძემ, ზაზა ბრეგვაძემ, დავით ფარტენაძემ და აკაკი შუბითიძემ.
“დემოკრატიული მოძრაობის” პრესსამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: ” პოლიტპატიმართა განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს სამშობლოში უნდა დამყარდეს კანონის უზენაესობა და კანონის წინაშე, განურჩევლად თანამდებობრივი მდგომარეობისა, ყველა უნდა იყოს თანაბარი.
ყოფილი პოლიტპატიმრები ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას მოუთმენლად ელიან და გამოთქვამენ იმედს, რომ პროკურატურა მათ საქმეებს შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოიძიებს, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს ყველა ის პირი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მათ მიმართ გახორციელებულ პოლიტიკურ რეპრესიებში და უდანაშაულო ადამიანები უკანონოდ გამოამწყვდიეს საპატიმროებში.
პოლიტრეპრესირებულთა თქმით, მათი საჩივრების საფუძველზე გამოძიება აღმოაჩენს ბევრ ისეთ დამნაშავეს, რომლებიც ემსახურებოდნენ რეჟიმს, ბოროტად იყენებდნენ საკუთარ თანამდებობრივ მდგომარეობას, იღებდნენ მონაწილეობას ადამიანების წამებაში, ეწეოდნენ ფსიქოლოგიურ ტერორს, იძლეოდნენ ცრუ ჩვენებებს, უკანონოდ ართმევდნენ კერძო საკუთრებას და ჩადიოდნენ უამრავ სხვა კანონდარღვევას უდანაშაულო ადამიანების დაშინებისა და პოლიტიკურად განეიტრალების მიზნით.
ქვეყნის მთავარ პროკურატურაში სარჩელების შეტანა მიმდინარეობს პერმანენტულად. 2013 წლის 15 მარტს, 15:00 საათზე ქალაქის მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს “დემოკრატიული მოძრაობის” პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებულებმა: ემზარ ქვარიანმა, ალექსანდრე ესაძემ, ბადრი ქველაძემ, ზაზა ბრეგვაძემ, დავით ფარტენაძემ და აკაკი შუბითიძემ.”