“თუმცა, მე დავიწყე მუშაობა 2800-ლარიანი ხელფასით ხელზე. დამემატა, არ ვიცი რამდენი გამომდის… 6300-2800 რა არის არ ვიცი, მაგრამ რაც არის, იმას გადაურიცხავ მე-200 სკოლას. ძალიან კარგი სკოლაა; მე-2 თუ მე-3 დღეს იქ ვიყავი პირველად მისული, როდესაც მინისტრი გავხდი. ყველაზე მეტი პოზიტივი იქედან მივიღე. იქ სწავლობენ განსაკუთრებული უნარის მქონე ბავშვები და მათ გადავურიცხავ…
რაც შეეხება ხელფასის ოდენობას, მიმაჩნია, რომ ადეკვატურია, იმიტომ, რომ მილიონობით, ასეულ მილიონობით ლარს რომ განკარგავ, უნდა გქონდეს ადეკვატური ხელფასი. არ მიმაჩნია, რომ 6300 ლარი ბევრია, თუმცა ჩემი გადაწყვეტილების შესახებ მოგახსენეთ,” – თქვა მარგველაშვილმა.