_ მისი თქმით, 1 ოქტომბრის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრო მას ფარულად უსმენდა.
“მე დავიკითხე პროკურატურაში ერთ საქმესთან დაკავშირებით, სადაც პროკურატურა აპირებს, რომ მცნოს დაზარალებულად _ 1 ოქტომბრის შემდეგ, ისმინებოდა ჩემი კომპიუტერი საფრანგეთში. ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტიდან. მე მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი. მე მისმენდნენ თავდაცვის სამინისტროდან ჩემს კომპიუტერზე გამოგზავნილი ვირუსებით. ისინი უსმენდნენ, ასევე, ჩემს ბიძაშვილს, იოსებ გიგოლაშვილს,” _ განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, ეს მოსმენები თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ალასანიას მოსვლის შემდეგ განხორციელდა