შეხვედრას მოწვეული სტუმრის სტატუსით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილიც ესწრება.
როგორც კუბლაშვილი ამბობს, სასამართლოს აქვს გარკვეული შენიშვნები ხარვეზების დამდგენი კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, მან, ერთი კვირის წინ, ეს შენიშვნები იუსტიციის სამინისტროს გადაუგზავნა. კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ხარვეზების დამდგენი კომისიის ვერდიქტი არ უნდა გახდეს მოსამართლეთა დისციპლინარული დევნის საფუძველი.
“რა თქმა უნდა, წარსულში იყო შეცდომები, მაგრამ მათი “გამოსწორების მცდელობა” არ უნდა გახდეს უარესი შეცდომების დაშვების მიზეზი,” _ თქვა კუბლაშვილმა.
კუბლაშვილი IRI-ს უკანასკნელ კვლევასაც შეეხო და განაცხადა, რომ კრიტიკის მიუხედავად, სასამართლოს ამ კვლევაშიც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს, რაც 2005 წლიდან დაწყებული რეფორმის შედეგია.