მოსამართლეთა კორპუსთან იუსტიციის მინისტრის შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრება და მან IRI-ს ახალი კვლევის შედეგი დაიმოწმა, რომ სასამართლოს კვლავ მაღალი რეიტინგი აქვს.
“მე არ ვიცი, რომელ კვლევასა და მაღალ რეიტინგებზე საუბრობს ბატონი კუბლაშვილი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ 61 114 ამომრჩეველი ნაძალადევში, რომელმაც ხმა მომცა, ასე არ ფიქრობს და ბოლომდე არ ენდობა დღევანდელ სასამართლოს”.
შეხვედრაზე წულუკიანმა აღნიშნა, რომ ამ წლებში დაშვებული შეცდომების ლომის წილი არა მოსამართლის, არამედ მისი წინამორბედის და პროკურორის ხელში იყო.
” მე და საქართველოს მთავარმა პროკურორმა მკაცრი მითითება მივეცით პროკურორებს, რომ შეწყვიტონ თქვენი – მოსამართლეების ღირსების შელახვა და პროცესებზე “კოჭლი” საქმეების მოტანა. ეს დამთავრდა! ორშაბათიდან პარლამენტი საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტის განხილვას განაახლებს, რის შემდეგაც მოსამართლეებს ეყოლებათ არა საკუთარ თავზე, არამედ მათზე მზრუნველი იუსტიციის საბჭო,” _ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
“ქორთიარდ მერიოტში” საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეხვედრა მოსამართლეთა კორპუსთან ამ წუთებშიც გრძელდება.