"მერიდება, ნამდვილად მერიდება იმ ადამიანების, რომლებსაც ყოველდღე ვუყურებ ამ ფანჯრიდან და ვხედავ, რომ ლუკმა-პური უჭირთ. იმის საშუალებაც არ აქვთ, 50-თეთრიანი ორცხობილა მიუტანონ შვილებს. ჩემთვის ეს ძალიან დიდი დისკომფორტია," _ ამბობს დავით სერგეენკო.
როგორც მისი საუბრიდან გავარკვიეთ, თავისი შემოსავლების ნაწილის მიმართვას ის რაღაც სხვა საქმისთვის აპირებს, თუმცა ამ საიდუმლოს, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "თავისთვის დაიტოვებს"…