თენგიზ შერგელაშვილი კონკრესის სესიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსითაა მიწვეული. სესიის გახსნის დღეს – 19 მარტს განიხილავენ საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას.მინისტრის პირველი მოადგილე სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოში არსებულ ვითარებასა და დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით ვრცელ მოხსენებას გააკეთებს.
გარდა ამისა, თენგიზ შერგელაშვილს ევროსაბჭოში მაღალი დონის სხვა შეხვედრებიც ექნება. სესიის წინა დღეს – 18 მარტს მინისტრის პირველი მოადგილე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს, ტორბიონ იაგლანდს და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტს, ჰერვიგ ვან სტაასს შეხვდება.
თენგიზ შერგელაშვილის ვიზიტი 22 მარტს დასრულდება.