“ძლიერი ქარის გამო დღეს დილის 7 საათზე დაზიანდა სს “თელასის” კუთვნილი 110 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ ქვესადგურებს “დიღომი-1” და “დიღომი-2”.
დაზიანების გამო ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა დიდი დიღმის და დიღმის მასივის ნაწილს. სულ გათიშულია 23 800 აბონენტი – მოსახლეობა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები, მათ შორის დიღომში მდებარე საავადმყოფოები, ტელეკომპანია “იმედი”, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო, საპატრულო პოლიცია, ამერიკის საელჩო.
ამჟამად “თელასის” საავარიო სამსახური ატარებს გადამცემი ხაზების აღდგენით სამუშაოებს. ეს პროცესი სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც აბონენტებს ელექტრომომარაგება სრულად აღუდგება.” _ ნათქვამია განცხადებაში.