საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, მაია ფანჯიკიძემ მონაწილებობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ თანამშრომლობის განმტკიცების საერთაშორისო კონფერენციაზე (International Conference on Strengthening Cooperation in Preventing Terrorism).
მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
მაია ფანჯიკიძე: „ბაქოში იმართება ორდღიანი კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. მე ჩემს გამოსვლაში ყურადღება გავამახვილე იმ საფრთხეებზე, რომლებიც არსებობს საქართველოსთვის და საერთოდ რეგიონისთვის ტერორიზმის კუთხით და იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც საქართველო ატარებს ამ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად. არის ძალიან წარმომადგენლობითი კონფერენცია და ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ აზაერბაიჯანის პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ საერთოდ ჩვენი რეგიონისთვის.“
აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღესვე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.