ყველაფრის გადაბრალება ყოფილ ხელისუფლებაზე საკუთარი არაეფექტურობის და არაკომპეტენტურობის გადასაფარად. ეს არის ის, რაც მოვისმინე და ახლაც ვისმენ შინაგან საქმეთა მინისტრისგან. ძალიან სამწუხაროა, _ ასე ეხმაურება, საპარლამენტო უმცირესობის წევრი, მარიამ საჯაია შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას სოციალურ ქსელ ფეისბუქში.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის პირველი პოლიციელი ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს ხვდება.