https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

    “რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

    “მცირე გაფრთხილება კომპანიებისთვის” – რას წერს გია ხუხაშვილი

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

    ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე – შემდეგი შეხვედრა აბუ-დაბიში გაიმართება, ველით, რომ ის მარტის დასაწყისში შედგება

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჩვენი ჯანმრთელობა ჩვენს ხელთაა: ქალთა გაძლიერება საქართველოს შორეულ სოფლებში

18:17; 18.03.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარე პანკისის ხეობაში ტრადიციებს მკაცრად იცავენ. უკვე რამდენიმე ასეული წელია, რაც ეს რეგიონი სამშობლოდ იქცა ჩეჩნური ფესვების მქონე ქისტების თემისთვის, რომელიც აქაური მოსახლეობის 70%-ს შეადგენს. პანკისის პატარა მაღალმთიან სოფლებს უხუცესთა საბჭო ადათ-წესებისა და ისლამის შესაბამისად მართავს. ქალების ხმა აქ ხშირად არ ისმის. მიუხედავად ამისა, პანკისის სოფლებში, ქორეთში, ბირკიანში, დუმასტურში, ჯოყოლოსა და ყვარელწყალში ქალებმა ევროკავშირის მხარდაჭერით ტრადიციულად ტაბუდადებულ თემაზე _ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე დაიწყეს ლაპარაკი.

„თექვსმეტი წლისას პირველი შვილი უკვე მყავდა. მომიტაცეს და ძალით წამიყვანეს. ქორწინებაზე თანხმობის საკითხი არც კი განხილულა. სახლში ვერ დავბრუნდებოდი, რადგან მეგონა, რომ ხელახლა გათხოვებას ვეღარასოდეს შევძლებდი. ჩვენს გადაწყვეტილებებს საზოგადოება განსაზღვრავს“.

სოფელ ქორეთში მცხოვრები 41 წლის ფიქრია სულაკაური რვა შვილის დედაა.

ფიქრია სულაკაური შვილთან ერთად

მეზობელი სოფლის, დუმასტურის მკვიდრი, 24 წლის სოფია წუწაშვილიც მსგავს ამბავს გვიყვება: „ორჯერ მომიტაცეს და რადგან მაინც სახლში დავბრუნდი, ჩემზე იმდენი ილაპარაკეს, რომ იძულებული გავხდი, ქორწინებას დავთანხმებოდი“.

სოფია წუწაშვილი

პანკისის ხეობაში ძალიან ხშირია ადრეული ქორწინებები _ რაც ხშირად გოგოების მოტაცების შედეგია _ და ასევე მრავლადაა წვრილშვილიანი ოჯახებიც. დაუგეგმავი ორსულობა, ინფექციური დაავადებები და ზოგადად ქალთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ნაკლებობა ის პრობლემებია, რომლებსაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, „უხუცეს ქალთა საბჭოს“ თავმჯდომარე, სვეტლანა ბორჩაშვილი რეგიონის უამრავ სხვა გამოწვევას შორის ასახელებს:

„ზოგი ქალი შვილს ისე აჩენს, რომ ექიმთან ერთხელაც არ არის ნამყოფი, _ ამბობს სვეტლანა, _ მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გარდა, ინფორმაციის ნაკლებობაცაა. ბევრმა ქალმა არაფერი იცის სკრინინგის პროგრამებისა თუ რეგულარული კვლევების შესახებ და სამედიცინო დახმარებას დაავადების ბოლო ეტაპებზე მიმართავს, რის გამოც ონკოლოგიური შემთხვევების სიხშირე მატულობს. დედებს მეტწილად არ აქვთ ცოდნა ან ეუხერხულებათ საკუთარ ქალიშვილებთან სქესობრივ მომწიფებაზე საუბარი _ ამ საკითხს პანკისის თემში ტაბუ ადევს. გოგონები, რომლებიც პრობლემებს აწყდებიან და არ იციან, როგორ მოიქცნენ, სირცხვილის გამო საკუთარ დედებს რჩევასაც კი ვერ ეკითხებიან“.

სვეტლანა ბორჩაშვილი

„უხუცეს ქალთა საბჭომ“ გადამწყვეტი ცვლილებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯად რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურების შესახებ ადგილობრივი ქალების ცნობიერების ამაღლება მიიჩნია. ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, „სამოქალაქო საზოგადოების STAR ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“, საშუალებით, რომელსაც კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) ერთად ახორციელებს, არასამთავრობო ორგანიზაციამ ცნობიერების ასამაღლებლად რამდენიმე ღონისძიება მოაწყო. პირველ ეტაპზე ჩატარებულ ხუთ სამუშაო შეხვედრაზე (თითო შეხვედრა თითოეულ სოფელში) განიხილეს ქალის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები, ორსულობა და მისი გავლენა ქალის ჯანმრთელობაზე, მასთან დაკავშირებული რისკები და ადრეულ ასაკში ორსულობის შესაძლო გართულებები, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება და სხვა საკითხები. „ადრე რომ მცოდნოდა ის, რაც ახლა ვიცი, უფრო გვიან გავთხოვდებოდი და არც ამდენი შვილი მეყოლებოდა,“ — ამბობს ფიქრია, რომელიც ამ შეხვედრათაგან ერთ-ერთს დაესწრო. ამ ღონისძიებებში სამიზნე სოფლებიდან 75-მა ქალმა მიიღო მონაწილეობა. შემდეგ კი მათი დახმარებით გავრცელდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ქალთა ჯანმრთელობის ისეთი პროგრამებისა და მუნიციპალური სერვისების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2023 წლის პროგრამა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ამის მერე ინდივიდუალური კონსულტაციებიც გამართა, რომლებიც თბილისიდან მოწვეულმა რეპროდუქციული მედიცინის სპეციალისტებმა ჩაატარეს. შედეგად, 50 ქალს შეატყობინეს უფასო სკრინინგის პროგრამებზე, გაუზიარეს შესაბამისი კლინიკების საკონტაქტო ინფორმაცია და დაეხმარნენ ვიზიტების დაგეგმვაში.

გარდა ამისა, დუისსა და ჯოყოლოში ჩატარდა ორი ტრენინგი, რომლებზეც 40 ახალგაზრდა ქალს მიეცა შესაძლებლობა, დაესვა შეკითხვები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სქესობრივი მომწიფების პერიოდში განვითარებული ფიზიოლოგიური ცვლილებები, სამედიცინო კონსულტაციასთან დაკავშირებული პრობლემები, საზოგადოებაში ფესვგადგმული ძალადობის აღკვეთის გზები და მენსტრუალური ციკლის დარღვევები. ტრენინგებზე დაწვრილებით განიხილეს ადამიანის პაპილომავირუსი (HPV) და ვაქცინაციის უპირატესობები.

ეს უკანასკნელი საკითხი ტრენინგზე ცალკე თემად გამოიყო.

„რელიგიური რწმენების გამო ჩვენს რეგიონში ვაქცინაცია ძალზე მტკივნეული თემაა, _  გვიხსნის სვეტლანა, _ ვაქცინაციას ჩვენი რელიგიის უფრო რადიკალური მიმდევრები, კერძოდ, ვაჰაბიტები ეწინააღმდეგებიან. ისინი ექიმებს უთითებენ, არ აცრან ახალშობილები და ამტკიცებენ, რომ რელიგია ნებისმიერ ასაკში კრძალავს ვაქცინაციას. ამ გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი ძალისხმევა ვაქცინაციის მნიშვნელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისკენ მივმართეთ. განსაკუთრებით კი ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრაზე ვკონცენტრირდით, რადგან ჩვენს თემში ამ ვირუსით გამოწვეული პრობლემები ბევრ ქალს აწუხებს“. ამ ძალისხმევის ფარგლებში „უხუცეს ქალთა საბჭომ“ 2023 წლის აგვისტოში იმუნიზაციის კვირეული მოაწყო. მოწვეული სპეციალისტი ხუთი დღის განმავლობაში მუშაობდა სამიზნე სოფლებში, რათა ახალგაზრდა დედებისა და ქალებისთვის ვაქცინაციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეცა. „მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა რთულად მოსაპოვებელია, ვაქცინაციის მიმართ მზარდი ინტერესი მაინც შევნიშნეთ: ადგილობრივი სამედიცინო ამბულატორიის კლინიკაში ვაქცინაციის შესახებ მეტი შეკითხვა დაისვა“, _ ამბობს „უხუცეს ქალთა საბჭოს“ თავმჯდომარე.

საინფორმაციო შეხვედრებთან ერთად ჩატარდა პრაქტიკული ტრენინგებიც, რომელთა მიზანიც დისტანციური სამედიცინო მომსახურებით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკური უნარების სწავლება იყო. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ისეთი პლატფორმების შესახებ, როგორიცაა „ექიმო“ და „რედმედი“ _ ამ პლატფორმების საშუალებით სოფლის მოსახლეობა შეძლებს, სახლიდან გაუსვლელად გაიაროს კონსულტაცია კვალიფიციურ ექიმებთან. ამასთან, ტრენინგების მონაწილეებმა წამლების ონლაინაფთიაქების საშუალებით ყიდვაც ისწავლეს.

ცნობიერების ამაღლების გარდა, „უხუცეს ქალთა საბჭოს“ საქმიანობას ჰქონდა უფრო ფართო მიზანიც _ ქალების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამისათვის ხუთ სამიზნე სოფელში ჩამოყალიბდა ქალთა ჯგუფები (თითოეულ ჯგუფში 15 ქალის შემადგენლობით). ისინი არა მხოლოდ ღონისძიებებში ჩაერთნენ, არამედ ახალ ინფორმაციასა და ცოდნას თანასოფლელებსაც უზიარებენ და ეხმარებიან მათ ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში _ მაგალითად, ქირურგიული ოპერაციის გაკეთებასთან ან სკრინინგის გავლასთან დაკავშირებით.

სოფელ ქორეთის ქალთა ჯგუფის წევრი, 38 წლის ეკა აბაშიძე ასე აფასებს თავის გამოცდილებას: „ჩვენი ქალები უფრო გააქტიურდნენ და მეტ ინტერესს იჩენენ. მაგალითად, ახლა ისინი მიიჩნევენ, რომ პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა მათი ქალიშვილების ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია. ეს კი დამოკიდებულების რადიკალურ ცვლილებას ნიშნავს“.

ეკა აბაშიძე

ქალთა ჯგუფები დღესაც აგრძელებენ საკუთარ თემებში შუამავლის როლის შესრულებას. მრავალმხრივი ცოდნის შეძენის გარდა, აქტივისტებმა გამოიმუშავეს ლიდერის უნარები, რის შედეგადაც ისინი დამოუკიდებლად აგრძელებენ საქმიანობას. ახლახან სოფელ ქორეთის ქალთა ჯგუფმა გაჭირვებაში მყოფი თანასოფლელი ქალი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის პროგრამაში, „საკვები ყველას“, ჩართო, რის შედეგადაც ის უფასო საკვებს ყოველდღიურად მიიღებს.

„ეს ინიციატივა იყო ნაპერწკალი, იმ გზის დასაწყისი, რომელიც გვინდა, რომ გავაგრძელოთ და გავაფართოოთ, _ ამბობს სვეტლანა, _ ამჟამად ახალ ინიციატივას ვიწყებთ: არტთერაპიის კურსებს ქალებისათვის. ეს ინიციატივა, რომლის მხარდამჭერია „ქალთა ფონდი საქართველოში“, პანკისის თემში ქალთა დახმარებისა და გაძლიერებისკენ მიმართულ ჩვენს უწყვეტ ძალისხმევას ახალ სიცოცხლეს სძენს. მისი მეშვეობით ქალებს ექნებათ სივრცე, სადაც შეძლებენ, შეიკრიბონ, იურთიერთონ და ერთმანეთს საკუთარი მიღწევები და გამოწვევები გაუზიარონ. გვჯერა, რომ ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც ხელს შეუწყობს არა მარტო მათ პიროვნულ განვითარებას, არამედ მათი კოლექტიური ძალის ზრდასაც. ეს მიზანი წინსვლისა და ახალი შესაძლებლობების შექმნის ენერგიას გვაძლევს“, _ აღნიშნავს „უხუცეს ქალთა საბჭოს“ თავმჯდომარე.

ავტორი: ვოლჰა პროხარავა

სტატია მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის სტატიის ავტორს.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27 თებერვალი, 2026

ვიდეოჯარიმები გურიაში - ყველაზე ხშირად რომელ წესს არღვევენ მძღოლები

მძიმე ავარია კახეთში _ გარდაცვლილია სკოლის მასწავლებელი

ყველა სიახლე

სამართალი

მძიმე ავარია მოხდა მარნეული-თბილისის გზაზე

22:41; 27.02.2026
ა კიდო

“ამხელა ფასები თქვენით მეიფიქრეთ, თუ პროდუქტებია ნამეტანი ნიჭიერი?”- გურულ ბაზრობებზე გაგონილი ფრაზები

22:31; 27.02.2026
სამართალი

არასრულწლოვნის ადევნების ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

21:02; 27.02.2026
საზოგადოება

ტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს

20:00; 27.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: ივანიშვილისთვის სანქციების მოხსნა არ არის რელევანტური, აქტუალურია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან

18:55; 27.02.2026
საზოგადოება

“ბაღნარი იყო ეს ადგილი და ახლა რაც არის, თქვენც ხედავთ!” _ როდის დაიწყება სკოლის მშენებლობა სოფელ ჯუმათში

18:52; 27.02.2026
მსოფლიო

პუტინი რუსეთში მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე უცხოელების ომში გაგზავნას აპირებს

18:47; 27.02.2026
სამართალი

“იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 029 პირის მიმართ”- საქსტატი

18:46; 27.02.2026
საზოგადოება

ასტროლოლინგვისტიკა და ასტროარქეოლოგია სასწავლო პროგრამების სიიდან ამოღებულია

18:34; 27.02.2026
საზოგადოება

“მდიდრები” სოცდაუცველთა ბაზაში _ რას გვიქადის ბაზების გადამოწმება

18:33; 27.02.2026
სამართალი

მიკროავტობუსი ბანკთან ქვეითს დაეჯახა

18:25; 27.02.2026
ფინანსები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

18:13; 27.02.2026
სამართალი

“საბრძოლო მასალა რუსეთში გადაზიდვის მიზნით საქართველოში შემოიტანა”

17:45; 27.02.2026
პოლიტიკა

სკოლაში სწავლის დასაწყებად ბავშვს 6 წელი მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა უსრულდებოდეს- საკითხს სახალხო დამცველი სწავლობს

17:18; 27.02.2026
საზოგადოება

„არ იყო საჭირო, ჩემი ხელფასი ყოფილიყო საჯარო“ – ვარლამ წიკლაურის დეკლარაციაში „იმედიდან“ მიღებული შემოსავალი არ ჩანს

16:27; 27.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

10:16; 27.02.2026
0

“რაც 2023 წელს დავწერე სულ სიტყვა-სიტყვით ხდება” – არჩილ გამზარდია

10:11; 27.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო