შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის განმავლობაში, გურიაში 159316 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. ჯარიმების სახით დარიცხულმა თანხამ 10 255 660 ლარი შეადგინა. 20%-იანი შეღავათით 67 421-მა პირმა ისარგებლა. 20%-იანი შეღავათით გადახდილმა თანხამ 3 273 027.5 ლარი შეადგინა.
სტატისტიკური მონაცემები რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მიხედვიღ კი ასეთია: ლანჩხუთში 95094 ვიდეოჯარიმა დაიწერა, დარიცხულმა თანხამ 6 438 300 ლარი შეადგინა. 20%-იანი შეღავათით 41506-მა პირმა ისარგებლა. 20%-იანი შეღავათით გადახდილმა თანხამ კი 2 163 417 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, როგორც სტატისტიკიდან ირკვევა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ჯარიმა სიჩქარის გადაჭარბებისთვის გამოიწერა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის გამო 88 591 ვიდეოჯარიმა დაიწერა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 61 195 ვიდეოჯარიმა დაიწერა. დარიცხულმა თანხამ 3 528 110 ლარი შეადგინა. 20%-იანი შეღავათით 25 332-მა პირმა ისარგებლა, შეღავათის შედეგად გადახდილმა თანხამ 10 684 50.5 ლარი შეადგინა.
ამასთანავე, მონაცემებიდან ირკვევა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ყველაზე მეტი ვიდეოჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოიწერა, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით. გამოიწერა 53 513 ვიდეოჯარიმა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 3 027 ვიდეოჯარიმა გამოიწერა. დარიცხულმა თანხამ 2 892 50 ლარი შეადგინა. 20%-იანი შეღავათით 583-მა პირმა ისარგებლა, შეღავათის შედეგად გადახდილმა თანხამ კი 41 160 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ჩოხატაურში ყველაზე მეტი ადამიანი ადამინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაჯარიმდა, რაც გულისხმობს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისათვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, რაც იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. დაჯარიმებულ პირებს შორის 2 248 ფიზიკური და 95 იურიდიული პირია.