დღეს, ოზურგეთის მეორე საკჯარო სკოლაში, ნინი ხავთასის დასახმარებლად, აქცია შედგა.
_ვაცნობიერებთ რა საგანმანათლებლო პროცესში სკოლებს შორის ურთიერთთანამშროლობის, გამოცდილების გაზიარების, საუკეთესო პრაქტიკის განხილვის აუცილებლობას, დღეს ჩვენთან დაგეგმილი ინტეგრირებული გაკვეთილების ფარგლებში, ვაწყობთ აქციას ჭანიეთის საჯარო სკოლის მოსწავლის, ნინი ხავთასის დასახმარებლად. უნდა დავირაზმოთ ნინის გადასარჩენად. ჩვენი სკოლის მშობელთა კლუბი „აქტიური მშობელი“ დღევანდელ აქციაზე წარდგა საკუთარი კულინარული ნაწარმით. ზოგმა საკუთარი ხელსაქმით დამზადებული ნამუშევრები წარმოადგინა. მიხარია, რომ აქცია შედგა და ბევრი მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი ღებულობს მონაწილეობას, _ თქვა „გურია ნიუსთან“ მეორე საჯარო სკოლის დირექტორმა, ფატი სიორიძემ.
-პირველ რიგში, ძალიან გამიხარდა ეს თუნდაც მცირედით დახმარების ჟესტი. ყველა მშობელმა წარმოადგინა, რაც შეძლო. ყველას გვიხარია ჩვენი შვილების ჩართულობა ამ საქმეში, – გვითხრა მშობელმა ლანა ქავთარაძემ.
მარინა წულაია, მეორე საჯარო სკოლის თანამშრომელი: შევიძინე ხელნაკეთი, პატარა სათამაშო, რომელიც მშობლის მაკა ომანაშვილის ნამუშევარია. ყველას გვსურს, ცოტათი მაინც დავეხმაროთ ნინის.
_ეს არის საქველმოქმედო აქცია ნინი ხავთასის გადასარჩენად. ყველამ უყოყმანოდ მიიღო გადაწყვეტილება, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარებოდა ნინის, – გვითხრა მეორე სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა ნათია სურგულაძემ.
მეორე-მესამე, მეოთხე-პირველი კლასების მშობლებმა: თამუნა კუნდუხაშვილმა, ლიკა ზაქარეიშვილმა, თამარ სონაშვილმა, ეთერ მარკოიძემ, ნინო შუბლაძემ, თამთა ჩანჩიბაძემ, ეკატერინე ჭელიძემ, მეექვსე კლასის დამრიგებელმა ლელა კეკელიძემ და არაერთმა სხვამ, გამოთქვეს საკუთარი მზადყოფნა ამ აქციით, დაეხმარონ ნინი ხავთასს.
_რომ შევეშველოთ, ვცდილობთ, რაც შეგვიძლია, ის გავაკეთოთ, _ ეს ჩვენც ბედნიერებას გვანიჭებს, – განაცხადეს მათ.
მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ:
TBC ბანკი: #GE29TB7757845061100010 მიმღები: არჩილ ხავთასი [მამა]
საქართველოს ბანკი: #GE50BG0000000843897000 მიმღები: მარიკა ხავთასი [დედა]
დანიშნულება: ,,ნინის სიცოცხლე”
ავტორი