აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ თბილისის მერის, გიგი უგულავას ყოფნას სესიაზე და აცხადებდნენ, რომ უგულავა არის კრიმინალი და კონგრესის წარმომადგენლებმა მას არ უნდა მოუსმინონ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ზურაბ მალაზონიას განცხადებით, წლების განმავლობაში ევროსაბჭო არ სვამდა კითხვებს, თუ რას აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა რეგიონებში და როგორ იქცნენ თვითმმართველობის ორგანოები მმართველი პარტიის დანამატებად.
“დღეს კონგრესის წევრები აპროტესტებენ იმას, რასაც წლების განმავლობაში ყურადღებას არ აქცევდნენ. ისინი უსმენენ უგულავას, რომელიც რეალურად კრიმინალია. მოვითხოვთ, რომ ევროსაბჭოს თვითმმართველობის კონგრესმა უარი თქვას მასთან საუბარზე”, – განაცხადა მალაზონიამ.