https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

    დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერისთვის „მშვიდობის საბჭოში“ გაწევრიანებაზე გაგზავნილი მიწვევა გააუქმა

    “ჩვენი მიწის დაცვა ძვირი ამოცანაა, ჩადეთ ინვესტიციები”- ზელენსკი

    აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის დღეს შეხვდება

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ინფო 9”-ს ყოფილი თანამშრომლები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

21:03; 19.03.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ინფო 9”-ის ყოფილ თანამშრომელთა საყურადღებოდ! ხუთშაბათს 11:00-საათზე ვიკრიბებით პრემიერმინისტრის რეზიდენციასთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით.

ამდენ ხანს ვიცავდით სხვების უფლებებს, ახლა კი დროა, დავიცვათ ჩვენი უფლებები!

“სიტყვის თავისუფლება ჩვენი უფლებაა!”

ჩვენი ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორია საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9″-ის ყოფილი ჟურნალისტები ოთარ სტეფანიშვილი და გიორგი საკარული ხელმძღვანელობენ.

კითხვას, თუ რატომ გადაწყვიტეს სწორედ ახლა, საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ პროტესტის გამოხატვა, ოთარ სტეფანიშვილი ასე პასუხობს: _ ადრე არ გვსურდა ჩვენ პროტესტს პოლიტიკური ელფერი მისცემოდა; ხელისუფლება ახალი მოსული იყო ქვეყნის სათავეში. მაშინ რომ დაგვეფიქსირებინა ჩვენი პროტესტი, ამით ისარგებლებდნენ ადამიანთა გარკვეული ჯგუფები და იარლიყს მოგვაკერებდნენ, რომ ჩვენ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ვიყავით მართულები. მითუმეტეს, რომ ყველას ყელში ვყავდით გაჩხერილები. სწორედ ამიტომ თავი შევიკავეთ და პირადი გზებით ვცდილობდით ხმის მიწვდენას ბიძინა ივანიშვილამდე. ვინ არ ვნახე პირადად მე, ვის არ ველაპარაკე, მაგრამ არავინ მიიტანა ჩვენი სათქმელი პრემიერ მინისტრამდე. დარწმუნებული ვარ, ბატონმა ბიძინამ არ იცის როგორ და რა ფორმით მოხდა ჩვენი გათავისუფლება სამსახურიდან. ახლაც პოლიტიკური განცხადებების გარეშე მივდივართ რეზიდენციასთან. გვინდა შევხვდეთ პრემიერ მინისტრს, კითხვები დავუსვათ და პასუხიც მისგან მივიღოთ. ვის-ვის და ჩვენ, “ინფოელებს” ნამდვილად გვაქვს უფლება შევხვდეთ მას. დარწმუნებული ვარ, სხვადასხვა პოლიტიკოსები ჩვენს შეკრებას სათავისოდ გამოიყენებენ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ეს აქცია აპოლიტიკურია და არც არავის გავიკარებთ გვერდით _ მხოლოდ ჟურნალისტები და პრემიერ მინისტრი.

გიორგი საკარული: _ ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა პირისპირ შევხვდეთ ბიძინა ივანიშვილს და ის კითხვები, რომლებიც ათობით ჩვენს კოლეგას აქვს, პირადად მას დავუსვათ.

_ თქვენ არ იცოდით, რომ ეს დროებითი პროექტი იყო? როცა დირექტორმა ხელშეკრულება გაგიფორმათ არ გითხრათ, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ, მას უფლება ჰქონდა სამსახურიდან დაეთხოვეთ? ვადა ამოიწურა, ხელშეკრულება დაგიმთავრდათ და დაგემშვიდობნენ კიდეც… კანონი არ დარღვეულა, რას ითხოვთ?

გიორგი საკარული: _ ხელშეკრულებას როგორც უნდოდათ ისე წყვეტდნენ. ძალიან ბევრ ჯგუფს ხელშეკრულება დეკემბრის ბოლომდე ჰქონდა, მაგრამ ოქტომბრის ბოლოს გაუშვეს და თან დააწერინეს, რომ საკუთარი სურვილით მიდიოდნენ სამსახურიდან. როცა სამსახურში აგვიყვანეს, სიტყვიერი დაპირება იყო, რომ არც ერთი ჟურნალისტი არ დარჩებოდა სამსახურის გარეშე. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბევრი რამ არ იცის და გვინდა, ჩვენი გულისტკივილი პირადად ვუთხრათ. გარდა ამისა, ლუბა ელიაშვილმა ყველა მოგვატყუა _ “ობიექტივის” ეთერით გააკეთა განცხადება, რომ ყველა გათავისუფლებულ ჟურნალისტს საახალწლო საჩუქრად კამერებს აჩუქებდა და ჩვენ შეგვეძლებოდა სტრინგერებად მუშაობა, მაგრამ კამერა არავისთვის უჩუქებიათ. სად არის კამერები? გარდა ამისა გაგვიჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენი ხელფასები გაცილებით მეტი იყო, ვიდრე 300-500 ლარი. არის კიდევ ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც გვინდა ივანიშვილამდე მივიტანოთ და კითხვებზე, რომლებიც მოსვენებას არ გვაძლევს, პასუხი სწორედ მისგან მოვისმინოთ.

_ დარწმუნებული ხართ, რომ ის კამერები არავისთვის გადაუციათ?

ოთარ სტეფანიშვილი: _ კი, აბსოლუტურად. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ნუთუ ამხელა ტყუილის თქმა შეიძლებოდა?! საინტერესოა, სად არის ის კამერები ახლა. ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ სწორედ “ინფო-9”-მ დიდი როლი შეასრულა გამარჯვების მოპოვებაში, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ ისე გამოვიდა, თითქოს გამოგვიყენეს, გზა ეკლებისგან გავათავისუფლეთ და დაგვითხოვეს. იცით რა დამამცირებელი იყო “ნაციონალების” ირონიული ღიმილი, მათი ნათქვამი: _თქვე საწყლებო, რაც თქვენ ირბინეთ და ვინ დაგიფასათო! მაგრამ დაფასებისთვის არ გვიბრძოლია, ჩვენ გვინდოდა სამართლიანობის აღდგენა, თუმცა რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. ყველამ იცის, რა გადაიტანეს “ინფო-9”-ის ჟურნალისტებმა და ახლა პასუხის გაცემა არავის უნდა.

ჩვენ რამდენიმე ჟურნალისტს დავუკავშირდით იმის გასარკვევად, შეუერთდებოდნენ თუ არა აქციას და რა კონკრეტული კითხვები ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილთან.

მარიამ გოგატიშვილი: _ ამდენი ხანიც უნდა დაგვეფიქსირებინა ჩვენი აზრი. აქციაზე მივდივარ. “ინფო-9”-ში მუშაობა იმ პერიოდში დავიწყე, როცა ქვეყანაში არსებული ვითარების გამო, ყველა ერიდებოდა იქ მისვლას. სააგენტოს ხელმძღვანელებმა საოფისე ფართი ვერ ნახეს საჩხერის რაიონში, რადგან ყველას ეშინოდა და უარს ეუბნებოდნენ. მაშინ მე ჩემს ოჯახში გავაკეთე ოფისი, სადაც მასალები მონტაჟდებოდა და იგზავნებოდა. პოლიციის მანქანები დღეში რამდენჯერმე მოდიოდნენ ჩემ სახლთან, ცდილობდნენ ჩემი ოჯახის წევრების დაშინებას, დაშანტაჟებას. 7 თვის მანძილზე ვიბრძოდით სიტყვის თავისუფლებისთვის, ვიცავდით და ვეხმარებოდით დაწიოკებულ მოსახლეობას. როგორც კი კონტრაქტი დამთავრდა და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი საქმე იდეალურად შევასრულე, “ინფოში” კარი მომიხურეს. იმედი მქონდა, დამიძახებდნენ და ალტერნატიულ სამუშაოს შემომთავაზებდნენ, მითუმეტეს, რომ ჩემი დიპლომი იძლევა ამის საშუალებას, მაგრამ მოკითხვითაც არავის გავხსენებივართ. კი, როგორ არა, გავახსენდით ლუბა ელიაშვილს, ოღონდ ტყუილის სათქმელად, საჯაროდ რომ თქვა გათავისუფლებულ ჯგუფებს კამერებს ვაჩუქებთო. მიკვირს, როგორ არ დაინტერესდა არავინ სად წავიდა იმდენი კამერა და აპარატურა?!. საშინელი განცდა იყო, როცა არჩევნების შემდეგ მხვდებოდნენ გზაში და მეუბნებოდნენ, თქვენზეა ნათქვამი გამოიყენეს და მოისროლესო.

_ რა უნდა ჰკითხოთ პრემიერმინისტრს?

_ ბიძინა ივანიშვილს პირადად ვიცნობ. სამჯერ შევხვდი, მითხრა ყველაფერი კარგად იქნებაო. სწორედ ამ კითხვას დავუსვამ: რას ეძახის კარგად ყოფნას და ასე რატომ მოგვექცნენ 1 ოქტომბრის შემდეგ?!

მედეა ლოჩოშვილი: _ სამწუხაროდ, ფიზიკურად ვერ ვუერთდები აქციას, რადგან ჩხოროწყუში ვარ. ნამდვილად უნდა მივაწვდინოთ ხმა ბიძინა ივანიშვილს და პირადად მოვუყვეთ ყველა ჩვენი გულისტკივილი. ისე გამომიშვეს სააგენტოდან, ერთი მადლობაც არ უთქვამთ. არადა, წარმოიდგინეთ, ყველა ჩვენ გვემტერებოდა, რა აგრესია მოდიოდა, ენით ვერ აღწერ. სამსახურიდან რომ დამითხოვეს, სახლიდან გასვლა არ მინდოდა. “ინფო-9” იყო პროექტი, რომელმაც ხალხში დიდი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა. მე, პირადად, როგორც ყოფილი ჟურნალისტი, ვისურვებდი ყველა რაიონში ერთი ჯგუფის დარჩენას, რადგან ჯგუფების გაუქმებამ ხალხში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, იმასაც კი ამბობენ, ესეც სპეციალურად არის გათვლილიო.

ლიკა სანაია: _ კი, აუცილებლად შევუერთდები, იმიტომ, რომ ეს არ არის ერთი ან ორი ინფოელის პრობლემა. ვთვლი, რომ “ინფოს” ყველა ყოფილი ჟურნალისტი აუცილებლად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში; ვფიქრობთ, რომ ბატონი ბიძინა არ არის კარგად ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რა მოხდა “ინფო-9”-ის ჟურნალისტებთან მიმართებაში. როცა დავიწყე აქ მუშაობა, ვიცოდი, რომ ეს პირველ ეტაპზე იყო 6-თვიანი ხელშეკრულება, მაგრამ არ იყო დროებითი პროექტი და ის აუცილებლად გაგრძელდებოდა; სხვა შემთხვევაში, არ გავაფორმებდი ხელშეკრულებას, რადგან მე სტაბილური სამსახური მივატოვე. ძალიან მაინტერესებს სად არის დაანონსებული საახალწლო სიურპრიზი? პირადად მე მჯეროდა, რომ ღირსეულად დააფასებდნენ ჩვენს თავდაუზოგავ შრომას. ეჭვი მეპარება, რომ ეს იცის ივანიშვილმა, იქნებ უთხრეს კიდეც, რომ კამერები გადმოგვცეს?! ბევრი საკითხია გასარკვევი…

ქეთი ხაჟალია: _ ნამდვილად შევუერთდები აქციას, მითუმეტეს, მე ხელშეკრულება არ მქონდა დამთავრებული; დილით დამირეკეს და მითხრეს, აღარ მუშაობთო _ თვეც არ დაგვამთავრებინეს, რომ სრული ხელფასი არ გადაეხადათ. ეგ კიდევ რაა, სააგენტოში რომ მივედით, მეც და ჩემს ოპერატორსაც დაგვაწერინეს, თითქოს საკუთარი განცხადების საფუძველზე ვტოვებდით სამსახურს…. ჩვენ არც ხელის გარტყმა დაგვკლებია, არც გინება, არც ქვების სროლა და ასეთ მოპყრობას არ ვიმსახურებდით… კონტრაქტი მაინც დასრულებულიყო და ისე გავეშვით, ვიტყოდი მაინც კანონით მართლები არიან-თქო.

…მე პირადად ძალიან მიხარია, რომ ადამიანებს სიტყვის თავისუფლების მოპოვებაში დავეხმარე, მაგრამ გული მწყდება, რომ ასე უსამართლოდ მომექცნენ სააგენტოს ხელმძღვანელები. თან ძალიან ცუდი მოსასმენი იყო დირექტორის მხრიდან, სათადარიგოში იქნებით და თუ დამჭირდებით, დაგირეკავთო.

დავით კუცია, ოპერატორი: _ მეც ისეთი განცდა მაქვს, რაც ყველა ჩემს კოლეგას, გამოგვიყენეს და მოგვისროლეს. თან ხელფასების საქმეც გასარკვევია, ოპერატორებს განსხვავებული ხელფასი ჰქონდათ, თუმცა ყველას საკმაოდ დაბალი. რაღაც ეჭვი მეპარება ასეთი დაბალი ხელფასები ყოფილიყო. აპარატურა ისე ჩავაბარეთ, არავის შეუმოწმება, მერე დარეკეს, მოდემი ჩააბარეთ თუ არაო… პირადად მე არც ავიღებდი მათ საჩუქარს, მაგრამ ტყუილი რომ ითქვა საჯაროდ, ეს არის ცუდი და სწორედ ამიტომ მინდა გაირკვეს სად არის ის კამერები. იცით რამდენი კამერა არ დაბრუნდა არჩევნების დღეს? ის არავის მოუკითხავს და საჯაროდ დაპირებული კამერები რა გახდა, რომ სალაპარაკოდ მაინც ეჩუქებინათ ვინმესთვის?! რატომ არავინ ინტერესდება ამით? სწორედ ამიტომ ვითხოვთ პრემიერ მინისტრთან შეხვედრას.

ჩვენ მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ვცდილობდით ლუბა ელიაშვილთან დაკავშირებას, ზარი გადიოდა და არავინ გვპასუხობდა. ვერც “ინფო-9”-ის დირექტორს, მანანა ელიაშვილს დავუკავშირდით. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი ჟურნალისტისთვის მიწერილი პასუხი გამოვიყენეთ კომენტარის ნაცვლად:

ჟურნალისტი: _ სიახლე არაფერია კამერებზე?

მანანა ელიაშვილი: _ ჯერ-ჯერობით არა.

ჟურნალისტი: _ ჯგუფების აღდგენაზე?

მანანა ელიაშვილი: _ სამწუხაროდ, არა. “ინფოს” გადარჩენა ისევ ჩვენზეა დამოკიდებული… ვნახოთ, არ ვყრით ფარ-ხმალს… წესით, უნდა გამოგვივიდეს.

თუმცა, აქციის ინიციატორები საკმაოდ მძიმე ბრალდებებს უყენებენ ყოფილ ხელმძღვანელებს და ეს ბრალდებები მხოლოდ კამერების გადაცემის და ჯგუფების აღდგენის თემას არ მოიცავს. ამიტომ, “გურია ნიუსი” უმოკლეს დროში შეეცდება როგორმე მოიპოვოს სრულფასოვანი კომენტარები და საშუალება მისცეს მეორე მხარეს გამოხატოს თავისი მოსაზრებები.

აქციის მომწყობი საორგანიზაციო ჯგუფი კი აცხადებს, რომ “თუ ვერ მოახერხებენ პრემიერ მინისტრთან შეხვედრას, მაშინ შიმშილობას დაიწყებენ”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

მაია ფანჯიკიძე აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

დავით ზალკალიანი ბრიუსელში "მაღალი დონის" შეხვედრას გამართავს

ყველა სიახლე

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

21:38; 24.01.2026
საზოგადოება

დაჩი ცინცაძეს მე-4 დადებითი ჯგუფის სისხლი ესაჭიროება

21:23; 24.01.2026
საზოგადოება

ახალგაზრდა ოჯახს ოზურგეთში საზოგადოების დახმარება სჭირდება

20:55; 24.01.2026
საზოგადოება

ექიმის საგანგაშო განცხადება და გაფრთხილება მშობლებს

19:43; 24.01.2026
სამართალი

მანქანაში ორი კაცი ჩაცხრილეს: რა დეტალებია ცნობილი

19:19; 24.01.2026
სამართალი

ავარიას 33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა – ქვეითს ავტომობილი დაეჯახა 33 წლამდე

19:04; 24.01.2026
საზოგადოება

მოძრაობა შეიზღუდება – მერია მძღოლებს აფრთხილებს

18:40; 24.01.2026
მსოფლიო

არის მსხვერპლი, დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ – მეწყერი ჩამოწვა ინდონეზიაში

17:44; 24.01.2026
პოლიტიკა

გიორგი შარაშიძე – ვინ გადაწყვიტა, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანება სწორი გზაა „ოცნების“ წინააღმდეგ საბრძოლველად?!

17:37; 24.01.2026
საზოგადოება

რომელ სტუდენტს დაუფინანსებენ სწავლას _ მთავრობის გადაწყვეტილება

16:56; 24.01.2026
პოლიტიკა

გია ვოლსკი – აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას, რომელიც ასე მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას, ხომ არ არის ეს საბოტაჟი?

14:51; 24.01.2026
საზოგადოება

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

13:22; 24.01.2026
სამართალი

რუსთავში არასრულწლოვანი დაჭრეს

13:16; 24.01.2026
სამართალი

ბათუმში წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

11:37; 24.01.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

10:54; 24.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო