გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, გოჩა ფერსაშვილი, რომელიც სამი დღის წინ ამბობდა, რომ საკადრო ცვლილებებს არ გეგმავდა, ამბობს,რომ პრესსამსახურს უნდა დავუკავშირდეთ.
_ ბატონო გოჩა, ჩვენ ამ წუთებში ვესაუბრეთ პრესცენტრის ხელმძღვანელს, რომელსაც დოლიძის გათავისუფლების მიზეზების შესახებ ინფორმაცია არ აქვს…
_ ექნება.
_ სანამ ექნება, იქნებ თქვენ გვითხრათ რა გახდა მისი გაშვების მიზეზი… რამდენჯერმე ვცადეთ, თქვენგან მოგვესმინა განმარტებები, თუმცა თქვენ პასუხის გაცემისგან თავს იკავებთ…
_ ინტერვიუ რომ მოგცეთ, იცით, ვისაც უნდა მიმართოთ.
_ ბატონო გოჩა, კიდევ ერთხელ ვთხოვთ თქვენს პრესსამსახურს, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდეთ და იმედია, უპასუხო შეკითხვები აღარ იქნება…
ფერსაშვილმა ამის შემდეგ საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა და ტელეფონი გამორთო.
რაც შეეხება დოლიძის შემცვლელს, როგორც ჩვენი წყარო ირწმუნება, ფერსაშვილი ამ პოსტზე აკაკი მაისურაძეს დანიშნავს, რომლის გვარი, მისი პოლიციური მოღვაწეობის დროს სახალხო დამცველის ანგარიშშიც კი მოხვდა (იხ. სტატია).