სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.
“2013 წლის 24 მარტის მდგომარეობით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განთავსებული იყო სულ 10 536 ბრალდებული/მსჯავრდებული, რაც 2012 წლის 24 მარტის მაჩვენებელთან (23 967) შედარებით 13 431 (56.0%-ით) ერთეულით ნაკლებია.
2013 წლის 22, 23, 24 მარტს, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან საპატიმრო სასჯელისაგან გათავისუფლდა 9 ბრალდებული/მსჯავრდებული.
2013 წლის 24 მარტის მონაცემებით, ამნისტიის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე არსებული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები დატოვა სულ 8 409 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა, მათ შორის 175-მა პოლიტპატიმარმა, 376-მა მდედრობითი სქესის სრულწლოვანმა (№2 დაწესებულება _ 2; №3 დაწესებულება _ 3; №5 დაწესებულება _ 371) და 21-მა მამრობითი სქესის არასრულწლოვანმა (№2 დაწესებულება _ 1; №8 დაწესებულება – 1; №11 დაწესებულება _ 12; №17 დაწესებულება _ 6; №18 დაწესებულება _ 1) ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა.”