https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

დაუმთავრებელი საკადრო ცვლილებების გაშიფრული სქემა გურიის პოლიციაში

12:03; 25.03.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

პეტრიაშვილი პოლიტიკურ საქმიანობაში ამხილეს და მისი გათავისუფლების შემდეგ, ამ პოსტზე სხვადასხვა კანდიდატებმა დაიწყეს ბრძოლა. მათ შორის იყო ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიციელი ეროდი გორდელაძეც, მაგრამ როგორც წყარო ამტკიცებს, მისი კანდიდატურა “დაბლოკილია” და  ერთი პროცენტიც კი აღარ აქვს შანსი. მიუხედავად იმისა, რომ ეროდი გორდელაძე პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით დარჩიას  მიერ დასახელებული კანდიდატურა იყო,   დარჩიამ მიზანს ვერ მიაღწია. თუმცა, სამხარეოს უფროსი პეტრიაშვილი  სწორედ  მისი მიზეზით გაათავისუფლეს.

“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ზაზა პეტრიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოადგილის ალექსანდრე ტაბატაძის კადრი იყო და  ასეთი  სკანდალური ინფორმაციის შედეგად მისი გათავისუფლება, ტაბატაძეზე “დარტყმა“ იყო და ამიტომაც, წყაროს თქმით, ტაბატაძემ დაბლოკა ეროდი გორდელაძის კანდიდატურა, რითაც  დავით დარჩიას “სამაგიერო” გადაუხადა.

ზაზა პეტრიაშვილის წასვლის შემდეგ, საკმაოდ  გაიწელა სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის  დანიშვნა. როგორც წყარო  “გურია ნიუსთან”  ამტკიცებს, როცა  ეროდი გორდელაძის კანდიდატურა დაიბლოკა, გურიის სამივე მუნიციპალიტეტის  მაჟორიტარი დეპუტატები შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩავიდნენ და  გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ადგილზე, ჩოხატაურელი გოჩა მეგრელიშვილის კანდიდატურა წარადგინეს და  რეკომენდაცია გაუწიეს.  თუმცა, მათი აზრი, როგორც ჩანს, არ გაუთვალისწინებიათ.

წყაროს ინფორმაციით, სანამ გოჩა ფერსაშვილი დაინიშნებოდა სამხარეო მთავარი სამმართველოს პოსტზე, პარტია “ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დარჩია სამხარეო მთავარი სამმართველოს პოსტზე  თავის კანდიდატურას სთავაზობდა პრემიერ მინისტრის ძმას ადიკო ივანიშვილს.  ეს გახლდათ ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭანუყვაძე.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თავდაპირველად  დავით დარჩიასა და ალექსანდრე ჭანუყვაძეს შორის პირადი საუბარი შედგა, რის შემდეგაც ჭანუყვაძემაც თანხმობა განაცხადა.

ამის შემდეგ,  დარჩიას   ჭანუყვაძე ადიკო ივანიშვილთან ჩაჰყავს და სთხოვს, რომ რეკომენდაცია  გაუწიოს. თითქმის გადაწყვეტილი და შეთანხმებული იყო ეს საკითხიც და  დავით დარჩია და ალექსანდრე ჭანუყვაძე უნდა წასულიყვნენ თბილისში. მეორე დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამმართველოს პოსტზე დამტკიცდა გოჩა ფერსაშვილი.  ისე კი,  უკვე ყველამ იცოდა, რომ ჭანუყვაძის დანიშვნა იყო გადაწყვეტილი, ამტკიცებს  “გურია ნიუსთან”  წყარო.

“გურია ნიუსი” ინფორმაციის დასაზუსტებლად პარტია “ქართული ოცნება_ დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს დავით დარჩიას დაუკავშირდა.

_ ბატონო დავით, როგორც გავიგეთ  ეროდი გორდელაძის  კანდიდატურის იგნორირების შემდეგ, თქვენ გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს პოსტზე  ლობირება გაუწიეთ ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭანუყვაძეს …

_ არა, არა, თქვენ შემოგევლეთ, რა. ჩემი კადრია რას ნიშნავს?  ვინც უკეთესი იქნებოდა რაიონისთვის, იმას დავუჭერდი მხარს, ჭანუყვაძეს დანიშნავდნენ თუ სხვას, ამას რა მნიშვნელობა აქვს? შეარჩიეს ეს კაცი, იმასაც მივესალმებით, აბა, როგორ ახლა.

_ბატონო დავით, თქვენსა და  ალექსანდრე ჭანუყვაძეს შორის, ამ თემაზე პირადი საუბარი არ გქონიათ?

_ კარგით, რა…

_ თქვენ ალექსანდრე ჭანუყვაძე ადიკო ივანიშვილთან არ ჩაიყვანეთ ურეკში?

_ ჰოო? ვინ გითხრათ?

_ გვითხრეს.

_ არა, არაა სიმართლე. მაგრამ ჯერ ერთი, რომ მივიდეს და ჩავიდეს, რა, დანაშაულია ეგ? დანაშაულია?  დიდი ამბავი, ახლა, რამე პრობლემაა?  მე უბრალოდ, შეწუხებული ვიყავი იმით, რომ ორი თვე გურიის სამხარეო მთავარ სამმართველოს უფროსი არ ჰყავდა და მინდოდა, რაც შეიძლებოდა, მალე დანიშნულიყო ვინმე.  ეს იყო და მეტი არაფერი.

_ ბატონო დავით, იმის შესახებ რას გვეტყვით, რომ თქვენს მიერ ჩატანილმა ამბავმა შეიწირა სამხარეოს ყოფილი უფროსი ზაზა პეტრიაშვილი, რომელიც მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ტაბატაძის კადრი იყო. როგორც ამბობენ, სწორედ ამიტომ  არ გაითვალისწინეს სამინისტროში თქვენი კანდიდატურები და ეროდი გორდელაძე დღემდე  იგნორირებულია?

_ არ ვიცი, ამის შესახებ, არსებობს  უბრალოდ,  ვარაუდები და ვარაუდებზე საუბარი არ შეიძლება.  ღმერთი იყოს ყველას მფარველი და ყველა  მიიღებს იმას, რაც ეკუთვნის, – გვითხრა დარჩიამ.

ჩვენ დავუკავშირდით  ლანჩხუთის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჩხაიძეს, რომელმაც კატეგორიულად უარყო იმ ფაქტის შესახებ, რომ სამხარეო მთავარი სამმართველოს  უფროსის პოსტზე, რეკომენდაცია გაუწია ჩოხატაურელ გოჩა მეგრელიშვილს.

_ საერთოდ არ ვიცნობ მაგ პიროვნებას.  ასე რომ,  ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევდი.  ასე რომ,  ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, _ გვითხრა თემურ ჩხაიძემ.

“გურია ნიუსი” დაუკავშირდა  ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭანუყვაძეს. მან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ  გოჩა ფერსაშვილის დანიშვნამდე მის კანდიდატურაზე იყო საუბარი,  კატეგორიულად უარყო.

ჩვენ შევეცადეთ კომენტარი მოგვეპოვებინა პრემიერ- მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ძმისგან, ადიკო ივანიშვილთან, რომელმაც განგვიცხადა, რომ საკადრო პოლიტიკაში არ ერევა.

_ ბატონო ადიკო, იყვნენ თუ არა თქვენთან ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ჭანუყვაძე და ბატონი დავით დარჩია?

_ დავით დარჩიას კი ვიცნობ, მაგარ ჭანუყვაძე არ ვიცი.

_ ბატონო ადიკო, თქვენ დავით დარჩიამ,  სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის  პოსტზე, ჭანუყვაძის კანდიდატურისთვის მხარდაჭერა  არ გთხოვათ?

_ არა, ბატონო. მე არ ვერევი ასეთ რამეებში. ძალიან გთხოვთ, ნუ მეკითხებით ასეთ რამეს.  მე ასეთ საქმეებში არ ვერევი და ტყუილად ნუ იყენებენ ჩემს სახელს, რა!  არავის რეკომენდაციას არ ვაძლევ.

_ ბატონო ადიკო, ჩვენ არ ვართ იმ ფაქტების  თვითმხილველი, ვინ დადის თქვენთან სახლში და რა  საქმეები განიხილება, ვის რა რეკომენდაციას აძლევთ და ასე შემდეგ, მაგრამ გეტყვით, რომ ეს ინფორმაციები მოდის ჩვენამდე. ასე, რომ … ჩვენ ნუ გაგვინაწყენდებით, უბრალოდ, ინფორმაციებს ვამოწმებთ.

_ ძალიან გთხოვთ,  ასეთ საქმეებზე ნუ შემაწუხებთ, მე არ ვერევი არავის საქმეში. რა ჩემი საქმეა ვინმეს დანიშვნა, ვინც უნდათ, ის დანიშნონ, – გვითხრა ადიკო ივანიშვილმა.

ჩვენ დავუკავშირდით გოჩა მეგრელიშვილს ინფორმაციის გადასამოწმებლად.

_ ბატონო გოჩა, როგორც ვიცით, გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტზე გოჩა ფერსაშვილის დანიშვნამდე, თქვენი კანდიდატურაც დასახელდა და რეკომენდაცია ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა გაგიწიათ. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?.

_ არაფერი არ ვიცი..

_ ბატონო გოჩა, ბატონ თემურ ჭკუასელს თქვენთან ამაზე საუბარი არ ჰქონია?

_ ჰკითხეთ თემურ ჭკუასელს და გეტყვით, მე რა უნდა გითხრათ? მე არავისთან არაფერი  მისაუბრია და არავინ არსად მიმიგზავნია. დაურეკეთ თემურ ჭკუასელს და ის გეტყვით. მან თუ უთხრა ვიღაცას რაღაცა, მან გითხრათ, მე რა კომენტარი გაგიკეთოთ?

_ ბატონო გოჩა, თქვენ თუ იყავით ამასთან დაკავშირებით საქმის კურსში, უბრალოდ, გვაინტერესებს. იცოდით თუ არა, რომ ამ თემაზე მაჟორიტარ დეპუტატებს საუბარი ჰქონდათ სამინისტროში.

_ დიახ, მერე?

_ არაფერი, უბრალოდ, გვაინტერესებს, რა მოხდა. როგორც გავიგეთ, ეს ამბავი  გასაიდუმლოებული იყო.

_ რატომ იყო გასაიდუმლოებული?  რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა. მათ შორის, ჩემიც, ეს საიდუმლო რატომ იყო? არ ვიცი, რატომ არ მოხდა, საიდან მეცოდინება? როგორც ჩათვალეს საჭიროდ, გააკეთეს ისე. ალბათ,  უკეთესი კანდიდატი იყო და დანიშნეს ის. რა პრობლემაა ეს? რა კომენტარი უნდა გავაკეთო მე? იყო საუბარი და მითხრეს,  თუ იქნები თანახმაო და დავთანხმდი.  მერე რა მოხდა, არ ვიცი, ვინ ვის შეხვდა და  ვინ რა ილაპარაკა, ეს არ ვიცი და ვინ რაზე დათანხმდა, _ გვითხრა გოჩა მეგრელიშვილმა.

ჩვენ დავუკავშირდით ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ ჭკუასელს:

_ ბატონო თემურ, ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ სანამ გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსად გოჩა ფერსაშვილი დაინიშნებოდა, მანამდე თქვენ დააყენეთ თქვენი კანდიდატურა ამ პოსტზე, სთხოვეთ დანარჩენ მაჟორიტარ დეპუტატებს ასევე, რომ მხარი დაეჭირათ ჩოხატაურელი გოჩა მეგრელიშვილისთვის. ასევე გქონდათ საუბარი სამინისტროში ამის შესახებ.

_ გეტყვით ახლა ერთ რამეს. რახან ეს ინფორმაცია თქვენ გაქვთ, ფლობთ ინფორმაციას, ასეა ჰო, ვიღაცამ გითხრათ ბუნებრივია, მოდით, დაბეჭდეთ ეს ინფორმაცია და მიუთითეთ ის ადამიანი.

_ ბატონო თემურ, ჩვენ წყაროებს არ ვასახელებთ…

_ სხვა შემთხვევაში, ეგაა ჩემი პასუხი. ვინც მოგაწოდათ ინფორმაცია, ის დაბეჭდეთ, ჩემი ინფორმაცია რაღად გინდათ, ეს მაინტერესებს.

_ თქვენგან ამ ინფორმაციის დადასტურება გვინდა, ბატონო თემურ…

_ ზოგადად  ადამიანების პირადი საუბარი იცის ორმა ადამიანმა, ხომ სწორია? როგორც წესი, მე რა ვისაუბრე სანამ ხმამაღლა ვიტყვი, როგორც წესი, უნდა შევათანხმო იმ ადამიანთან, ვთქვა თუ არ ვთქვა. ამიტომ, თუ ინფორმაცია უკვე მოპოვებული გაქვთ, დაბეჭდეთ ეს ინფორმაცია მისი სახელით და გვარით.

_ ბატონო თემურ, თქვენ მხარს არ უჭერდით გოჩა მეგრელიშვილის კანდიდატურას?

_ მხარს კი არ ვუჭერდი, ახლაც ვუჭერ და დავუჭერ მუდამ ნებისმიერ სამსახურში,  იმიტომ რომ გოჩა მეგრელიშვილი არის უაღრესად კეთილშობილი ადამიანი,  უყვარს თავისი კუთხე, ადამიანები,  არის პროფესიონალი, მღერის ძალიან კარგად და აქვს იუმორის გრძნობა. რასაც მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი პრივილეგია  ადამიანებში. ეგ არის და ეგ.

_ ბატონო თემურ, იყავით თუ არა სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით?

_ ამას არ გეტყვით, სანამ არ დაბეჭდავთ იმას, ვინ მოგცათ ეს ინფორმაცია, _ გვითხრა ჭკუასელმა.

კანონმდებელს, რომელიც დაჟინებით ითხოვს, საჯარო გავხადოთ წყაროს ვინაობა, შევახსენებთ კანონს “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ”:

“…თავი III. საიდუმლოების დაცვა

მუხლი 11. პროფესიული საიდუმლოებისა და მისი წყაროს დაცვა

1. პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.

2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გამხელა თვით მისი მფლობელის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

ოზურგეთი რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალით უზრუნველყოფილი იქნება

დავით საგანელიძე: "სააკაშვილი ბოლომდე სასაცილო მდგომარეობაში ნუ ჩაიგდებს თავს"

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

20:37; 13.09.2026
საზოგადოება

შეკვეთილის პლაჟზე ახალგაზრდა ქალი დაშავდა — ადგილზე სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული

18:58; 13.09.2026
მსოფლიო

ტრამპი: უკრაინის პრეზიდენტმა ეს უნდა შეწყვიტოს

18:13; 13.09.2026
სამართალი

ავარია რუსთავში: ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

17:34; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
მთავარი

ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

14:21; 13.09.2026
ფეისბუქსტატუსები

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026
პოლიტიკა

მარატ კამბოლოვი: სამხრეთ ოსეთი საქართველოსთან სატრანზიტო გზისთვის მზად არ არის

12:24; 13.09.2026
პოლიტიკა

პროფესიული განათლების კრედიტები უმაღლეს სასწავლებლებში ჩაითვლება – მთავრობა ახალ საკანონმდებლო ინიციატივას ამზადებს

11:45; 13.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია სამი მოქალაქე

11:25; 13.09.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

16:28; 13.09.2026
0

ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

13:21; 13.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო