2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა საარჩევნო პარტიებმა, პირველი ივლისიდან 12 სექტემბრამდე სულ 9 571 423 ლარის შემოწირულება მიიღეს _ ეს ინფორმაცია ანტიკორუფციულმა ბიურომ გამოაქვეყნა.
ყველაზე მეტი შემოწირულება _ 8 246 460 ლარი _ ქართულ ოცნებას“ აქვს მიღებული.
ოპოზიციური პარტიებიდან პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ აქვს ბოლო 2 თვეში, 1 038 537 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ ამავე პერიოდში, 164 455 ლარი ჩაერიცხა; პარტიას „საქართველოსთვის“ _ 118 971 ლარი; ორ საპარლამენტო პარტიას _ „მოქალაქეებსა“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შემოწირულება არ მიუღიათ.