დღეს დილით 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა ტიტებით შეამკეს და 9 აპრილის გმირების ხსოვნის საპატივცემულოდ სანთლები აანთეს ემზარ შუბლაძემ, მამუკა ბიბილეიშვილმა, გივი ღაღანიძემ, ავთანდილ თადუმაძემ და აკაკი მინაშვილმა.
,,9 აპრილი საქართვრლოს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ, რომელიც მოპოვებული იქნა 1989 წლის დაღვრილი ქართველთა სისხლით. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ თანამემამულეთა ხსოვნას, რომელთა დამსახურებაც არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დიდება, გმირებს,”_ აღნიშნული განცხადება გააკეთა მემორიალთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ემზარ შუბლაძემ.