ხონელი ძალოსანი მარიამ მურღვლიანი ევროპის ჩემპიონი გახდა.
„დებიუტანტმა ხონელმა ძალოსანმა მარიამ მურღვლიანმა შეუძლებელიც შეძლო და მიხედავად იმისა რომ იგი პირველად ასპარეზობდა კონტინენტის პირველობაზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა,სამივე დისციპლინაში წარმატებით იასპარეზა და იგი პირველი ქართველი გოგონა გახლავთ ვინც კონტინენტის პირველობაზე ოქროს მედლები დაისაკუთრა.ასევე პირველია მარიამ მურღვლიანი როგორც რეკორდსმენი,მის ანგარიშზე 9 რეკორდია!!!“,_ ნათქვამია ძალოსნობის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.