თბილისში მცხოვრები შალვა ტაბატაძე მრავალშვილინია მამაა. ის სიმღერით, ორიგინალურად გადმოცემს მის პრობლემას და ხელისუფლებას თხოვს დახმარებას.
“15 ადამიანი ვცხოვრობთ 60 კვადრატულ ფართში. ხელისუფლებას ვთხოვ, რომ თბილისის ტერიტორიაზე, მათ მფლობელობაში იქნება ის შენობები, რომელიც არის ძველი და არ სარგებლობენ. ხომ შეიძლება ასეთი შენობა გამოინახოს ჩვენთვის და მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება. კონკრეტული კანონი არ არის ისეთი, რომ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარონ საცხოვრებელი ფართით , მაგრამ ვიცი, რომ ხელისუფლება აგვარებს მსგავსს პრობლემებს. სამი წერილი მაქვს მიწერილი თბილისის მერიისთვის,მაგრამ პასუხად მივიღე ის, რომ საბუთების მოგვარებას მთხოვდნენ. ეს ვიდეო კი სახალისოდ ჩავწერთ და იმედია მაქვს გამოხმაურება იქნება. მეათე შვილს ველოდებით მე და ჩემი მეუღლე. “ – გვითხრა შალვა ტაბატაძემ.
“გურია ნიუსი“ აუცილებლად დაუკავშირდება თბილისის მერიის პრესსამსახურს და მათ პოზიციას მიღებისთანავე მოგაწვდით.





























































