აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან, საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 9 წელი შესრულდა.
დღეს მის საფლავზე ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
ოფიციალური ინფორმაციით, იქ იმყოფებოდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.
ინფორმაციისთვის, ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით ე.წ. მესაზღვრემ მოკლა. ტრაგედია, ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევთან მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში მოხდა.































































