ზაქარია ქუცნაშვილმა პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციას “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის 9 წელი შეახსენა და აღნიშნა, რომ მათ მხოლოდ წყევლა-კრულვა ეხერხებათ/
„9 წელი ხომ იყავით, 9 კანონი მაინც დამისახელეთ, რომელიც ხალხისთვის იყო გაკეთებული. დამისახელეთ სფეროებში – შრომითი ურთიერთობის, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სფეროში. მოიყვანეთ ეს 9 კანონი, თქვენ რა გააკეთეთ ხალხისთვის და მერე ვილაპარაკოთ, რომ ეს ხალხი ცუდები არიან და მე დაგიჭერთ მხარს. მაგალითები არ გაქვთ, მხოლოდ წყევლა-კრულვა გეხერხებათ და სიძულვილი არ გაკლიათ. ამ გარემოში, სადაც არგუმენტები დავიწყებულია და წყევლა-კრულვაა წინ წამოსული, ძნელია ემოციების გარეშე საუბარი, მაგრამ ჩვენ ხალხი გვიყურებს და იმედი მაქვს, კანონებით შეფასდება თითოეული ჩვენგანის მუშაობა, კანონები იქნება ობიექტური მსაჯული იმისა, ვინ ვარგა და ვინ არ ვარგა“, – განაცხადა ქუცნაშვილმა