9 წლის ბავშვზე, სავარაუდოდ, 45 წლის კაცმა იძალადა. როგორც ცნობილი ხდება, ძალადობის შემდეგ ბავშვმა თვითმკვლელობა სცადა. არასრულწლოვანი იაშვილის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანება აღენიშნება.
9 წლის ბავშვზე ძალადობის შესახებ დღეს შეტყობინება შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებამ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ის ცნობით, მათ ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ.
რა სახის ძალადობაზეა საუბარი, ფიზიკურზე თუ სექსუალურზე, ამას შსს-ში არ აზუსტებენ.
სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერენ, რომ მოძალადე კაცი, სავარაუდოდ, 45 წლისაა და ის არაერთხელაა ნასამართლევი.
წყარო: მტავარიტვ