“ენდორფინს ესაჭიროება ხაჭაპურის მცხობელი გოგონა, შევასწავლით ადგილზე!
მოთხოვნები: პარამეტრები, დაახლოებით, 90-60-90…” _ წერს სწრაფი კვების კომპანია სოციალურ ქსელში, რასაც დიდი და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
კომპანია შემდეგ კომენტარებში განმარტავს, რომ არ ხუმრობს და ხსნის მიზეზსაც:
„ენდორფინს ჰყავს გემოვნებიანი მომხმარებელი, შესაბამისად ჩვენი მომხმარებლებისთვის ხარისხის ერთ-ერთი კომპონენტი ისიცაა, თუ ვინ გამოაცხობს ხაჭაპურს და არა მხოლოდ ის, თუ რას გამოაცხობს. ძალიან სწრაფი მომსახურებაა საჭირო თქვენი კომფორტისთვის. ძალიან სწრაფები პუტკუნები ვერ არიან. ვიდრე პუტკუნა შემობრუნდება, დაღამდება. განა არ უნდათ, უბრალოდ, ვერ არიან სწრაფები. იცით, რომ მაკდონალდსში სტაჟიორების 90% იბლოკება და არ იღებენ? მხოლოდ იმის გამო, რომ სისწრაფის ტესტი ვერ ჩააბარეს. იშვიათი გამონაკლისი არსებობს პუტკუნა და სწრაფიც, მაგრამ ეს იშვიათია და ასეთს მივცემთ შანსს, რომ გვაჩვენოს მისი შესაძლებლობები. იდეა ცოტა უხეშად არის ჩვენს განცხადებაში მოწოდებული, მაგრამ თუ უხეშად არ გავაკეთეთ განცხადება, ისე არ აქვს გამოხმაურება – ესეც ფაქტია“, – წერს კომპანიის სოციალური მედიის მენეჯერი.
მომხმარებლები „ენდორფინს“ დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ და კომპანიის მიმართ უნდობლობას გამოხატავენ.