“მოვინახულეთ ქობულეთი, თუ რა მდგომარეობაა იქ, შემდეგ ხელვაჩაურის რაიონში ვნახეთ, რა დაზიანებებია. ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა, დაზიანებულია ბულვარის ზოლი. არსებობს გარკვეული პრობლემები სხვადასხვა რეგიონებში. იქაც მიმდინარეობს სამუშაოები. პრემიერის დავალებით შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემებზე მუშაობს და ყველა ზარალი იქნება ანაზღაურებული,” _ განაცხადა კალაძემ.
კალაძის განცხადებით, ელექტროენეგიის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემებია ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში.
ბათუმის მერის განცხადებით სტიქიამ ქალაქ ბათუმს დაახლოებით 8 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. აღდგენითი სამუშაოები კი უკვე დაწყებულია.
დაზიანებულია პლაჟზე საფეხმავლო ბილიკი და ახალი ბულვარის ნაწილი კი შტორმის შედეგად დაიტბორა და მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა. დღესვე გაწმენდით სამუშაოებში ბათუმის სანდასუფთავების სამსახურის გარდა თავდაცვის სამინისტროც ჩაერთო. 150-მდე ჯარისკაცი ბათუმის ბულვარის გაწმენდით სამუშაოებში უკვე ჩაერთო.
ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებში 100-მდე სახლს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, აჭარის მთავრობამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის სახლის სახურავების მიწოდებას.