შტორმის გამო სამძებრო სამუშაოები შეფერხდა, თუმცა, მაშველთა ჯგუფი ამ დრომდე დაკარგულის ცხედარს ეძებენ.
“პირველ რიგში, ოჯახს მინდა მივუსამძიმრო. სამწუხაროა, რომ მსხვერპლით დამთავრდა ეს სტიქია. მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, რომ ნახონ ცხედარი. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს,” _ განაცხადა კახი კალაძემ.
“ის იყო მოყვარული მეთევზე. ავიდნენ დიდ ქვაზე და მოუსწრო შტორმის ტალღამ, რომელმაც ჩამოაგდო და დაიკარგა. ორმა ადამიანმა შეძლო თავი გადაერჩინა, დათო კი ვერ ვიპოვეთ,” _ ამბობს დავით გელაძის ახლობელი ბადრი პაპიძე.
დავით გელაძე სარფში ცხოვრობდა. იგი 23 მარტს მეგობრებთან ერთად სათევზაოდ წავიდა. ახლობლების განცხადებით, იგი მოყვარული მეთევზე იყო.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, დავით გელაძის გასვენების თანხას სახელმწიფო დაფარავს.