საფინანსო სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას თქმით, ბიუჯეტში ცვლილება ეხება სოციალურ პროგრამაში 90 300 ლარის დამატებას, რაც დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში მოხდება მიმდინარე ხარჯების შემცირებებით, ტენდერებისგან მიღებული ეკონომიით და სხვა.
ასე რომ, ადგილობრივი ბიუჯეტის ზრდა არ ხდება. როგორც მომხსენებელმა განმარტა, იზრდება 18-60 წლამდე ასაკის მქონე მოსახლეობის ოპერაციების, 6-18 წლამდე ასაკის ბავშვების ოპერაციების, მშობიარობის თანადაფინანსების, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი დახმარების პროგრამები.
ამ ეტაპზე ამ საქმის ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რომლის კომისიაში განხილვა საკითხის დამტკიცების შემდეგ მოხდება.