სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში დაბა ურეკში 16 773 ლარია გამოყოფილი (348 კომლი), ხოლო წვერმაღალაში 8 562 ლარი (167 კომლი).
სოფლის კრებაზე მოსახლეობა აქტიურობით გამოირჩეოდა. ურეკელების თქმით, თანხით, რომელიც არის გამოყოფილი პროგრამით, ძალიან ძნელია, დიდი პროექტი გახორციელდეს. წვერმაღალელების თქმით კი, მათი მთავარი პრობლემა წყალი არის და ამ პრობლემის საჩქაროდ გადაჭრას ითხოვენ.
_ კარგია, რომ ხალხს გვეკითხებით, რა უნდა გაკეთდეს ამ პროექტით, მაგრამ უფრო კარგი ის იქნება თანხა გაიზარდოს. რა თანხაც არის გამოყოფილი, ერთ პრობლემას თუ მოაგვარებს დიდია, _ განაცხადა მოსახლეობამ.