მიხეილ მაჭავარიანი: _ ჩვეულებრივი მზადება მიმდინარეობს აქციისთვის. 19 აპრილი არის დღე, როცა ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ საქართველოს მოსახლეობასაც და ჩვენ მეგობრებსაც და არაკეთილმსურველებსაც, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ჩვენ უნდა წავიდეთ ევროპისკენ. ამას ვამბობთ ძალიან მკაფიოდ. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ევროპა არის ჩვენი მომავალი. შეიძლება ურთიერთობა დაალაგო რუსებთან, არ ვიცი ოკუპანტთან რაზე უნდა შეთანხმდე, მაგრამ შეიძლება, ალბათ, რაღაცაზე შეთანხმდე. მე ასე ვფიქრობ, თუმცა, აქვე გეტყვით, საერთოდ არ მომწონს, როდესაც ოკუპანტთან მიდიხარ და ცეკვა-თამაშს უწყობ.
_ ბატონ მიხეილ, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, აქციაზე ვინც წავა, მას თანხას გადაუხდიან.
_ აი, თქვენ ხომ ნახავთ. გურიაში ხომ არ იმალება არაფერი. ნახავთ, ვის რას გადაუხდიან. რის გადამხდელები ვართ?
_ დაახლოებით რამდენ ადამიანს ელოდებით აქციაზე?
_ არ ვიცი, გამოჩნდება. რად უნდა ამას პროგნოზი?