მინისტრებმა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა მოინახულეს ქობულეთში დაზიანებული სახლები, რომლის აღდგენითი სამუშაოებიც უკვე დაწყებულია. მოინახულეს, აგრეთვე, ქობულეთის სანაპირო ზოლი, რომლის დამცავი ჯებირიც შტორმის შედეგად ჩამოინგრა. ამ მონაკვეთზეც გაწმენდითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ნარმანია, კალაძე და ხაბაძე ბათუმის ახალი ბულვარის დაზიანებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და გაწმენდით სამუშაოებს მიადევნეს თვალი. ბათუმის შემდეგ მინისტრებმა ხელვაჩაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიით დაზიანებულ იბიექტებს მოინახულეს.