“კარგია რომ პროკურატურაში შეიქმნა ცალკე ჯგუფი, რომელიც შეისწავლის გარკვეული პროკურორების დარღვევებს. სისხლხორცეულად ვართ დაინტერესებულები, რომ ეფექტური იყოს ის ნაბიჯები, რომელსაც ხელისუფლება გადადგამს”,_ განაცხადა ბურჯანაძემ, რომელიც თვლის, რომ სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით, ამ ეტაპზე ქმედითი ღონისძიებები არ ხორციელდება. მისი თქმით, ერთი ჯიხურიც კი არ არსებობს ამ დრომდე, რომელიც ხელისუფლებამ კანონიერ მეპატრონეს დაუბრუნა.
“რამაზ საყვარელიძემ გააკეთა ძალიან სწორი კომენტარი, როდესაც თქვა, აქამდე “ნაციონალური მოძრაობა” იყო ბანდა და ახლა გახდა პოლიტიკური პარტიაო.” _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.