“თუ ეს სიმართლე იყო, “გრუმ” რისთაველის გამზირს ვერ მოაგნო? ეს იყო მარტივი ფალსიფიკაცია და მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, ეს იყო ბინძური პროვოკაციის ნაწილი, რის შესახებაც მე განცხადება “იმედის” ეთერითაც გავაკეთე, მაგრამ მაშინ “იმედში” სხვა რეალობა იყო და მოსახლეობამდე ვერ მივიდა…”
“ძალიან მიკვირს, რომ დღევანდელი ხელისუფლება საერთოდ არ ლაპარაკობს აგვისტოს ომის გამოძიებაზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, ვიღაცეების “მოკურცხვლაზე” ლაპარაკობდა. ვინ მოკურცხლა მაშინ, კარგად ნახა მთელმა საქართველომ და მთელმა მსოფლიომ. ომთან დაკავშირებით არსებობს ძალიან სერიოზული კომისიის დასკვნა, რომელიც შეიძლება უმნიშვნელოვანესი ბრალდება იყოს სააკაშვილის წინააღმდეგ”, _ განაცხადა ბურჯანაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, _ შეხვდა თუ არა ის ომის დროს სააკაშვილს, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა განაცხადა:
დიახ, მე 3 აგვისტოს სააკაშვილს შევხვდი მისი თხოვნით და ვუთხარი, რომ არ მოემოქმედებინა არაფერი, თორემ დავიღუპებოდით. შემდეგ უკვე, 7 აგვისტოს დამირეკა და მითხრა, რომ მან გასცა ცხინვალის დაბომბვის ბრძანება, ფაქტობრივად, შევევედრე, რომ შეეჩერებინა ეს ბრძანება, მაგრამ სამწუხაროდ, მან ჩემი ეს თხოვნა ყურად არ იღო” _ განაცხადა ბურჯანაძემ.