_ მოასფალტდება გოგიბერიძის ქუჩა. დაბის ყველა ქუჩას ასფალტის საფარამდე ჩაუტარდება რეაბილიტაცია, გაკეთდება გაბიონები და საჭამიასერი-ფარცხმის წყალსადენი, რომელიც სამ სოფელ მოიცავს, ასევე რეაბილიტირებული იქნება. ამასთანავე, ამ წყალსადენიდან, დებეტის არსებობის შემთხვევაში, დაბის მომარაგებაც მოხდება, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
მისივე ინფორმაციით, უკვე გადაწყვეტილია გორაბერეჟოულის ტექნიკუმის აღდგენა და სოფელ სამების ეკლესიამდე ასფალტირებული გზის დაგება: _ ამასთან ერთად, კურორტ ბახმაროში წყლის სისტემის გასაუმჯობესებლად და გზების გასაკეთებლად დაიხარჯება 225 000 ლარი, _ დასძინა ჯინჭარაძემ.