პოლიციურმა ძალებმა ძალის გამოყენებით დაიკავეს ის ადგილი, სადაც ორი დღის განმავლობაში პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეები იყვნენ განთავსებულები, _ იუწყება publika.ge.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიცია და სპეცრაზმი, დაახლოებით, დილის 06:00 საათის შემდეგ გამოჩნდა. მათ მობილიზებული ჰქონდათ სპეცტექნიკა, მათ შორის ჩანდა წყლის ჭავლის მანქანებიც.
„ის რაოდენობაა, რაც სჭირდება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ამ ეტაპზე. ეს იყო კანონდარღვევა, გზის სავალ ნაწილს ხელოვნურად კეტავდნენ”, – განაცხადა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ გოგა მემანიშვილმა.
სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს ტერიტორია და ადგილიდან გაიტანეს როგორც მათი ტრანსპორტი, ასევე, კარვები და სხვა ტექნიკა.
ამ დროისთვის, პოლიციური ძალები ადგილზე მხოლოდ მცირე რაოდენობით იმყოფებიან და ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები წმენდენ.