_ პაციენტი შემოვიდა ღამით, 12 -ის ნახევარზე, მას მუცლის ღრუში აქვს მიყენებული ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით. გაუკეთდა ოპერაცია, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და ამჟამად მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ოზურგეთის სამკურნალო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭანუყვაძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ აღნიშნულ საქმეს იძიებენ.
_ მიმდინარეობს გამოძიება, მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით, -გვითხრა ჭანუყვაძემ.
ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის რწმუნებულს კახა გობრონიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ ამ ეტაპზე ამ საქმესთან დაკავშირებით დაზუსტებულ ინფორმაციას არ ფლობს.
_ ინციდენტი მოხდა წუხელ, ამ ეტაპზე დაზუსტებული ინფორმაცია არ მაქვს, რა მიზნით მოხდა დაჭრა, _ გვითხრა გობრონიძემ.