დევნილთა სამინისტრომ “კემბრიჯ ჰაუზთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეთანხმების მიხედვით, დასავლეთ ევროპული ენების ცენტრი “კემბრიჯ ჰაუზი’’ (დირექტორი გიორგი ბატიაშვილი) თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ იმ ხუთ დევნილ მოსწავლეს, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას, ინგლისურ ენას უფასოდ ასწავლის.
ტესტირება 15 აპრილიდან დაიწყება და 30 აპრილამდე გაგრძელდება. ტესტირებისთვის აბიტურიენტები უნდა მივიდნენ “კემბრიჯ ჰაუზში”, რომელიც მდებარეობს ბახტრიონის ქ. 26-ში.
იმ დევნილ აბიტურიენტებს, რომლებსაც დააინტერესებთ ეს პროგრამა, შეუძლიათ მიმართონ დევნილთა სამინისტროს.
დევნილთა სამინისტროს განცხადებით, დევნილი მოსახლეობის დასახმარებლად მსგავსი სოციალური ღონისძიებები გაგრძელდება.