ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა საკრებულოს დეპუტატების მხრიდან.
რამდენიმე დღის წინ, ბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე დავით წულაძე შეეხო ამ საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარე გააკრიტიკა “სად არის საკრებულოს თავმჯდომარე, ვეფხვებზე და ლომებზე რომ წავიდა სანადიროდ აფრიკაში, ეს დროშა ჩამოხსნას, კედელზე რომ არის მირჭობილი”.
დროშაც და კარიკატურებიც, ეგრეთ წოდებული “კარვის აქტივისტების” დამაგრებულია. დღეს კი უკვე დროშებმაც, კარიკატურებმაც და კარავმაც ადმინისტრაციული შენობის შესასვლელიდან მიმდებარე პარკში გადაინაცვლა.
იმის შესახებ, თუ ვისი ინიციატივით მოხდა ეს, “კარვის აქტივისტებებს” ვკითხეთ.
_ როდის და ვისი დავალებით ჩამოიხსნა დროშები შენობის კედლიდან?
_ არავის დავალებით, უბრალოდ, ეს არის ტაქტიკური გადაადგილება, _ გვიპასუხეს აქტივისტებმა, რომელთა მთავარ მოთხოვნად რჩება პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა და არ აპირებენ დაშლას, ვიდრე ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.